სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებში გადამზადდებიან​
14-11-2018
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გადამზადების ახალ პროგრამებს იწყებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებში გადამზადდებიან, რაც მათ ამ მიმართულებით განათლების დონის ამაღლებასა და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლაში დაეხმარება. 

ახალი პროგრამები 24 ნოემბრიდან დაიწყება და სამინისტრო მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად პროგრამის - ,,გადამზადება IT მიმართულებით’’ ფარგლებში განახორციელებს.

ახალ პროგრამასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალგაზრდებისთვის გადამზადების კურსები სრულიად უფასოა და ის ერთდროულად ჭოპორტში, ბაღდათში, ხარაგაულში, ზუგდიდში, ახმეტაში, თბილისში, კასპში, გორში, თელავსა და რუხში, 10 ცენტრში ერთდროულად განხორციელდება. 

მინისტრის თქმით, პროექტის მიზანია, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით განათლების დონის ამაღლება, ასევე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლის ხელშეწყობა. შესაბამისად, გადამზადების დასრულების შემდეგ მონაწილეები კონკრეტული მიმართულებით დასაქმებასა და სხვადასხვა პროექტების შესრულებას შეძლებენ.

სამინისტროს ცნობით, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები იმ ცოდნას დაეუფლებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს,  ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში გაერკვნენ, თავად ააწყონ სტატიკური ვებგვერდი ან საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში. დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

მსურველთა რეგისტრაცია 14 ნოემბრიდან დაიწყება. კურსი კი მოიცავს როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება