სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

5 საუკეთესო საგანმანათლებლო აპლიკაცია iPhone-ის და Samsung-ის მომხმარებლებისთვის
13-11-2018
-
+


მობილური ტელეფონები და განსაკუთრებით, თანამედროვე სმარტფონები, უკვე დიდი ხანია მხოლოდ გართობის ან ფოტო-ვიდეო გადაღების საშუალება აღარ გახლავთ და მათი მეშვეობით უამრავი საინტერესო და ახლის სწავლა შეიძლება და მსოფლიოს წამყვანი დეველოპერების მეშვეობით, უკვე ბავშვებისთვის განათლების მიცემაცაა შესაძლებელი.

ცხადია, ზოგადი განათლების კურსს ვერცერთი აპლიკაცია ჯერჯერობით ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ჩვენს სიაში, რომელიც 5 წამყვან შემეცნებით აპლიკაციას მოიცავს, აუცილებლად წააწყდებით რამდენიმე ისეთს, რომელთა შესაძლებლობებიც გაგაოცებთ, მითუმეტეს, რომ ეს მხოლოდ 5-ია იმ მილიონობით შესაძლებლობიდან, რომლებიც Samsung-ის და iPhone-ის "ფლეი-სთორებში" გახლავთ წარმოდგენილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან უმეტესობის გადმოწერა სრული ფუნქციონალის უზრუნველსაყოფად შედარებით თანამედროვე ios-ის და Android-ის მოდელებზეა სასურველი და აქვე შეგახსენებთ, რომ მეორადი აიფონები ან სამსუნგები განვადებით Mobify.ge-ზე იყიდება.

  1. Tynker - კოდირება ბავშვებისთვის, აპლიკაცია პროგრამირების საწყისების შესასწავლად, მილიონობით გადმომწერით და საუკეთესო შეფასებებით. საწყისები საწყისებად, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ნახავთ, რომ ამ აპის საშუალებით დრონების დაპროგრამეცაა შესაძლებელი, რომ აღარაფერი ვთქვათ მარტივი ავტომატური განათების სისტემის შექმნასა და კოდირებაზე. რაც მთავარია, ბავშვს, აქ წარმოდგენილი 100-მდე დეტალური ტუტორიალი და 18 ონლაინ კურსი ამ თემით ძალიან დააინტერესებს და მომავალში უფრო რთულ საფეხურზე გადასვლის მოტივაციას გაუჩენს.
  2. BrainPop Jr - მიუხედავად იმისა, რომ ეს აპლიკაცია ინგლისურენოვანია, თუ დღეში რამდენიმე წუთს დახარჯავთ და მას შვილთან ერთად გადახედავთ, რომ დეტალები გადაუთარგმნოთ, გვერწმუნეთ თქვენს ბავშვს უდიდეს სამსახურს გაუწევთ, განუვითარებთ რა მახსოვრობას და კრიტიკული აზროვნების უნარს. იდეა მარტივია, აპპი ყოველდღიურად გვთავაზობს სხვადასხვა ანიმაციურ ფილმს, შესაბამისი ქვიზებითა და სასწავლო აქტივობებით. ფილმები მოიცავს სამეცნიერო, მათემატიკურ, ხელოვნების და ტექნოლოგიურ თემატიკას და ყოველი მათგანის შემდეგ დასმული კითხვები ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის. აპლიკაცია არსებობს 8 წლამდე და 12 წლამდე პატარებისთვის და თქვენც შესაბამისი ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ სამსუნგის შემთხვევაში, მისი დაყენება რეკომენდირებულია მინიმუმ 5.0.2 ანდროიდზე და თუ მაგალითად ტელეფონის ყიდვას გადაწყვეტთ, იაფად, მეორადი სამსუნგის ტელეფონების და მათ შორის Samsung Galaxy S6 Edge ყიდვა განვადებით, რომელიც ამ ვერსიაზე სრულად ფუნქციონირებს, ისევ მობიფაიზეა შესაძლებელი.
  3. Musical Me - უამრავი კონკურსის გამარჯვებული აპლიკაცია, რომლებიც ბავშვებს რითმსა და მუსიკის ფუნდამენტალურ კომპონენტებში ავარჯიშებს. მათ შორის, ასწავლის როგორ გაერკვნენ მოკლე და გრძელ რითმებში, წაიკითხონ ნოტები და შექმნან თავიანთი მუსიკაც კი.
  4. Duolingo - ლეგენდარული აპის საბავშვო ვერსია, ესპანურის, ჰოლანდიურის, დანიურის, ფრანგულის, გერმანულის, იტალიურის და ინგლისურის შესასწავლად. ის სრულიად უფასოა და როგორც iPhone-ის, ისე Samsung-ის თითქმის ყველა მოდელზე უპრობლემოდ მუშაობს.
  5. Science360 - ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ შექმნილი გენიალური აპლიკაცია, ძირითად ტაბების ან დიდი მოცულობის ეკრანის მქონე ტელეფონებისთვის, რომელიც სავსეა სამეცნიერო ფოტოებითა და ვიდეოებით, სპეციალურად ბავშვებისთვის და რაც მთავარია, ყოველკვირეულად ახლდება. ყოველი ფოტო აღჭურვილია უნიკალური, 360 გრადუსიანი ხედვის შესაძლებობითა და შესაბამისი განმარტებებით, რაც ამ სფეროს მიმართ ბავშვის ინტერესს აუცილებლად გააღვივებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება