სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

რომელი დავალებები შემცირდება 2019 წლის ეროვნული გამოცდების გეოგრაფიის ტესტში - დეტალური მიმოხილვა
15-11-2018
-
+


2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რამდენიმე საგანში განხორციელებული ცვლილება გეოგრაფიის ტესტსაც შეეხო. როგორც შეფასებისა და გამოცდის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, ტესტში ე.წ. ღია დავალებების ხვედრითი წილი იზრდება, მცირდება დახურული კითხვების წილი და ემატება 1, 2, 3 და 4-ქულიანი ღია დავალებების ბლოკი. ამასთან ტესტის მაქსიმალური ქულა 59-ის ნაცვლად 60 იქნება.

გეოგრაფიის ტესტში განხორციელებული ცვლილებების მიზეზებზე etaloni.ge-ს გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით გოგელიძე ესაუბრა.

- ჩვენ ყოველ წელს ვატარებთ ტესტის ფსიქომეტრულ ანალიზს, სადაც დავალების პარამეტრების განსაზღვრა ხდება. მოგეხსენებათ, ეროვნული ტესტი აბიტურიენტების სელექციას ისახავს მიზნად. ღია ტიპის ტესტებს აბიტურიენტები უკეთესად აკეთებენ, შესაბამისად ამ დავალებების წილი გაიზარდა. წინა  წელს დახურული დავალებები უფრო მეტად იყო. ღია დავალებების ჩანაცვლებით ტესტი უფრო მრავალფეროვანი გახდება და ისეთი აბიტურიენტებისთვის, რომელიც კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნებით გამოირჩევიან ამ ტესტზე მუშაობა უფრო სასიამოვნო იქნება.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ გეოგრაფიის ტესტი აბიტურიენტებისთვის გარკვეული ნაწილისთვის გამარტივდა?

- ძალიან რთულია იმაზე საუბარი გამარტივდა თუ გართულდა ტესტი, ვიდრე არ ჩატარდება გამოცდა და საბოლოო შედეგები არ გვექნება. წინასწარ თქმა რთულია, თუმცა დრამატულ ცვლილებებს არ ველოდებით.

ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის არის ეროვნული სასწავლო გეგმა. რომელშიც ნათქვამია, რომ ჩვენ ბავშვებს უფრო მეტად უნდა განვუვითაროთ მაღალი კოგნიტური უნარები: ანალიზი, აზროვნება, არგუმენტირება. ამიტომ ამ ტიპის დავალებები კიდევ უფრო მეტი იქნება წლიდან წლამდე.

- ღია დავალების ტიპი გაიზარდოს მიუხედავად აბიტურიენტებისთვის დრო უცვლელი დარჩა. რა არის ამის მიზეზი, ღია ტიპის დავალებებს უფრო მეტი დრო არ სჭირდება შესასრულებლად?

- მოგახსენებთ, ჩვენ გათვლილი გვაქვს დრო. ყოველ წელიწადს ვაკვირდებით რა დრო სჭირდებათ აბიტურიენტებს ტესტების შესასრულებლად და მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით ნახევარი საათით ადრე თითქმის ყველა აბიტურიენტს დასრულებული ჰქონდა ტესტზე მუშაობა, ამიტომ დროის პრობლემა არ იქნება. დიდი ცვლილება ამ კუთხით არ მომხდარა.

- შეიცვალა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გეოგრაფიის ტესტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად?

პროცენტული ზღვარი არ შეიცვლება, თუმცა თუ წინა ტესტის დროს 59 ქულიდან ითვლებოდა ტესტი, ახლა 60 ქულიდან დაითვლება. ამასთან გეოგრაფიის ტესტში 2 ვარიანტი გვაქვს და გათანაბრება იქნება, ამიტომ რამდენი ქულა იქნება გამსვლელი, ამაზე საუბარი ნაადრევია.

- რამდენია პროცენტული ზღვარი გეოგრაფიის გამოცდაში?

- აბიტურიენტმა მაქსიმალური ქულის 25% უნდა გადალახოს. ეს არის მინიმალური ზღვარი, თუმცა, სადაც რამდენიმე ვარიანტია იქ გათანაბრება უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება ზღვარის საბოლოო განსაზღვრა.

იხილეთ: რა გახდა​ 2019 წლის ეროვნული გამოცდების უცხოური ენის ტესტიდან დავალების ამოღების მიზეზი

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება - naec.ge-ს განცხადება

ქართულის საგამოცდო დრო მცირდება - 2019 წელს წერითი დავალების გარეშე აბიტურიენტები შესაბამის ქულებს ვერ დააგროვებენ


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
მოსწავლეები მუზეუმიდან ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება