სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლამ საგანმანათლებლო სასწავლებლის წარმომადგენლებს უმასპინძლა
05-11-2018
-
+


ახალქალაქის N3 საჯარო სკოლას თბილისის საგანმანათლებლო კომპლექსი- ქართული სასწავლებლის დამაარსებელი და დამფუძნებელი, ფისო სვანიძე , რამდენიმე პედაგოგთან და მოსწავლეებთან ერთად ესტუმრა. ასევე ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის სტუმარი გახლდათ სამცხე-ჯავახეთის ვიცე გუბერნატორი შალვა ბერძენიშვილი.

ღონისძიება მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს გაიმართა და მის მთავარ მიზანს სკოლებს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა წარმოადგენდა, რაც სკოლის დირექციის აზრით საუკეთესო წინაპირობაა მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატებისთვის.

სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა, შეხვდნენ პედაგოგთა კოლექტივს და მოსწავლეებს. გაეცნენ სკოლის წარმატებებსა და საჭიროებებს. მათ სრული გვერდში დგომა გამოუცხადეს ახალქალაქის N3 საჯარო სკოლას და გამოთქვეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და გადაწყვიტეს ერთად ჩაერთონ პროექტში- ნიკო კეცხოველის პრემია 2019.

შეხვედრის დასასრულს ფისო სვანიძის მიერ სკოლის მასწავლებლები დამხმარე- სასწავლო ლიტერატურით, მათ შორის საკუთარი გამოცემული სახელმძღვანელოებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება