| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩინეთში, სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება მიიქცია შანხაიში მცხოვრები 5 წლის ბიჭის რეზიუმემ (CV), რომელიც 15 გვერდისგან შედგება.
BBC-ის ცნობით, დოკუმენტი, რომელიც ბავშვს ერთ-ერთ მოთხოვნად საშუალო სკოლაში მოსახვედრად სჭირდება, მის „უნიკალურ“ პერსონალურ თვისებებს, მრავალფეროვან ჰობის და გამოცდილებას აღწერს.
რეზიუმეში ასევე წერია მისი საყვარელი ოჯახისა და განათლებაში მიღწეული წარმატებების შესახებ. მას ასევე მითითებული აქვს 2018 წელს წაკითხული ჩინურ და ინგლისურენოვანი წიგნების რაოდენობა, რომელიც 10 000-ს შეადგენს.
CV-ის ფოტოასლი Twitter-ის მსგავს ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში გავრცელდა და მალევე ათასობით გაზიარება ჰქონდა.
მომხმარებელთა ნაწილი ბიჭის უნარებით აღფრთოვანებულია, ნაწილი კი მის მშობლებზე ამბობს, რომ 5 წლის ბავშვს ზედმეტად ტვირთავენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად