სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მათემატიკოსი ერუდიტელები - საბავშვო ბაღში შემეცნებითი კვირეული გაიმართა
29-10-2018
-
+


საბავშვო ბაღი ანბანელას „ერუდიტები“ თანამედროვე შემეცნებითი მიდგომებითა და საინტერესო აქტივობებით თქვენი შვილების მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს. 

ამჯერად, მათემატიკის კვირეულის დროა.

გამოცდილ და მოსიყვარულე პედაგოგთა თქმით, მათემატიკის როლი ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაში უმნიშვნელოვანესია და ის აზროვნების, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

კვირეულის ფარგლებში, ნიჭიერმა პატარებმა ისწავლეს:

▪ ოცამდე თვლა ზრდადი და კლებადი მიმართულებით;

▪ ციფრების ცნობა როგორც თანმიმდევრობით, ისე არეულად;

▪ რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელების ცნობა ერთიდან ათამდე;

▪ რიცხვების ცნობა ათის ფარგლებში, წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება;

▪ ძირითადი გეომეტრიული ფიგურების (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე) ცნობა და გამოსახვა;

▪ რამის გაყოფა 2-4 თანაბარ ნაწილად;

▪ საგნების შედარება რაოდენობის (მეტობა, ნაკლებობა, ტოლობა), ზომის (დიდი, პატარა), სიმაღლის (მაღალი, დაბალი) მიხედვით;

▪ კვირის დღეებისა და დღე-ღამის ნაწილების განსხვავება და მათი შესაბამისი სახელებით აღნიშვნა.

საბავშვო ბაღი ანბანელას „ერუდიტები“ მომავალშიც მრავალ საინტერესო აქტივობას შემოგთავაზებთ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება