სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა გახდა N26 სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი - სკოლის დირექტორი დეტალებზე საუბრობს
29-10-2018
-
+


მეცხრეკლასელი მოსწავლის მიერ მეორე მოსწავლისთვის დარტყმის მიზეზზე თბილისის N26-ე საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გაბოძე etaloni.ge - სთან საუბრობს და აცხადებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოულოდნელად ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე გაკვეთილების დაწყებამდე მოხდა. მიზეზი კი „ქუჩის“ მეგობრის ნათქვამი აღმოჩნდა.

დირექტორის თქმით, მოსწავლეს დაზიანება სახეზე, თვალის არეში აქვს მიყენებული, ის საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი, თუმცა, ამ დროისთვის უკვე სახლში იმყოფება.

„სანამ გაკვეთილები დაიწყებოდა, სკოლაში შემოვიდა ერთ-ერთი მოსწავლე, რა დროსაც მეორე მოსწავლემ მას სახის არეში დაარტყა ხელი. ეს მოხდა ყოველგვარი შელაპარაკების და რაიმე ტიპის წინაპირობის გარეშე. ბავშვს ჩანთა ისევ ზურგზე ეკიდა.

მე და მანდატური მივედით ამბის გასაგებად თუ რა მოხდა და რატომ. დარტყმა იყო სახის არეში, ამიტომ ორივე მოსწავლის მშობელი გამოვიძახეთ სკოლაში. ასევე, სასწრაფო გამოვიძახე რომ დავრწმუნებულიყავით, რაიმე სერიოზული ტრავმა ხომ არ ჰქონდა ბავშვს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ყოველთვის ასე ვიქცევით ხოლმე“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მისივე თქმით, სკოლაში საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს, რათა შემთხვევას საგაკვეთილო საათების დასრულების შემდგომ არ მოჰყოლოდა გაგრძელება.

„ამას შეიძლება გაგრძელება მისცემოდა, გაკვეთილების მერე ძალიან ძნელია იმაზე პასუხისმგებლობის აღება თუ რა მოხდა, შესაბამისად საპატრულო პოლიციაც ჩავრთეთ საქმეში. როცა ასეთი ძალადობრივი ფაქტია და თან ისეთი ასაკი აქვთ, ეს შეიძლება რაღაცაში გადაიზარდოს და გაგრძელდეს.

ბავშვებსაც გავესაუბრეთ და პრაქტიკულად არავინ იცოდა რა მოხდა. თვითონ იმ ბავშვს, როცა ვკითხე, რომელმაც დაარტყა, მითხრა, რომ ქუჩის მეგობარს უთქვამს (ამ ბავშვს, ვისაც დაარტყა მასზე უთქვამს) რაღაც და ამიტომ სკოლაში შემოსვლისთანავე ამ მოსწავლეს დაარტყა.

შესაბამისად, ვიმოქმედეთ ისე, როგორც უნდა გვემოქმედა. რადგან ზოგჯერ წაყრუება ცუდად მთავრდება და საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ყველა ზომა გაგვეტარებინა.

დაზარალებული მოსწავლე სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში, თუმცა, ის უკვე მშობელთან ერთად სახლში იმყოფება.

მეორე მოსწავლეს რაც შეეხება ის დედასთან ერთად წავიდა და მერე უკვე პოლიცია რასაც ჩათვლის საჭიროდ იმ ღონისძიებას გაატარებს“,- გვითხრა სკოლის დირექტორმა, ჟუჟუნა გაბოძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე - ძალადობის მუხლით დაიწყო.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

40 ახალი კადრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - განაცხადის ფორმა, ვადები და სხვა დეტალები ცნობილია

თემურ ლენგი, კეისარი და პომპეუსი ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე - აბიტურიენტები ტესტირების სირთულეს აფასებენ

მასწავლებელთა საგამოცდო ტესტები კიდევ ერთ საგანში ცნობილია

საგამოცდო სესიაზე დაგვიანებით 5 აპლიკანტი მივიდა - ცნობილია, რამდენი რეგისტრირებული არ გამოცხადდა გამოცდაზე 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან წარდგა 28 სკოლა

2026 წლის სექტემბრიდან სკოლა მიიღებს რობოტიკის სწავლებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიურ აღჭურვილობას

„ვულოცავთ, ქალბატონ ირინეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ ახალ მიღწევებს!“

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება