სიახლეები
ყველაზე პოპულარული
კონკურსი

„ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ - etaloni.ge-ს და izrune.ge-ს ერთობლივი კონკურსი დაიწყო
22-10-2018
-
+


საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდი etaloni.ge და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge აცხადებს ერთობლივ კონკურსს.

თუ გსურთ წარმოაჩინოთ თქვენი კლასი და კლასის განსაკუთრებულად მზრუნველი დამრიგებელი, თუ ამაყობთ თქვენი კლასის გამორჩეული დამრიგებლით და მიგაჩნიათ რომ მას მთელი საქართველო უნდა იცნობდეს, მაშინ გამოაგზავნეთ მასთან ერთად გადაღებული შემოქმედებითი  ფოტო და გახდით კონკურსის გამარჯვებული კლასი. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა კლასმა ან მოსწავლეებმა გადაიღოთ შემოქმედებითი ფოტო მზრუნველ დამრიგებელთან ერთად და მოგვაწოდოთ მოკლე მინაწერთან ერთად. მინაწერი სასურველია აღწერდეს თქვენი დამრიგებლის განსაკუთრებულობას და მზრუნველობას, მოგვითხრობდეს კლასთან ურთიერთობის გამორჩეულ ამბავს ან წარმოაჩენდეს თქვენს დამრიგებელს. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოგვაწოდოთ შესაბამისი ფოტო და მინაწერი ელ. ფოსტაზე: info@etaloni.ge ან izrune.ge-ს Facebook გვერდზე პირადი შეტყობინების საშუალებით.

გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან, მათ შორის Facebook-ზე მოწონებების მიხედვით და „ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფის რჩეული. 

გამარჯვებულები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან. 

საკონკურსო ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ 22 ოქტომბრიდან 2 დეკემბერის ჩათვლით. გამარჯვებულები 3 დეკემბერს გამოვლინდებიან. 

☞ გაეცანით კონკურსის პირობებს:

✔ საკონკურსო ფოტოს გამოგზავნა შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგს, მოსწავლეს ან სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს; 
✔ კლასის სახელით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ერთი ფოტო განთავსდება;
✔ მიღებული ფოტოები განთავსდება და კონკურსში მონაწილედ განიხილება მხოლოდ კლასის და სკოლის სახელით; 
✔ ფოტოზე ასახულ პირებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ფოტოს გამომგზავნს;

შენიშვნა: კონკურსის დასრულების შემდეგ, Etaloni.ge-ს შემოქმედებითი ჯგუფი არაბუნებრივი გზით მიღებულ ლაიქებს გააბათილებს.

წარმატებებს გისურვებთ!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება