სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სარეკლამო გაზეთი შექმნეს
17-10-2018
-
+


ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სარეკლამო გაზეთი შექმნეს.

აქტივობას ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოში ერთ-ერთი თემა სარეკლამო გაზეთის შექმნას ეთმობა, რომელიც მოსწავლეებისთვის სარეკლამო ხასიათის განცხადებების გაცნობას გულისხმობს. სკოლაში აღნიშნული თემის გაცნობის შემდეგ, ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, პედაგოგმა მოსწავლეებს სარეკლამო ხასიათის განცხადებების შექმნა დაავალა. 

გაზეთის რედაქტორები მერვე კლასის მოსწავლეები - ქრისტინე ლავრენტიევა და ვიკტორ კლინკაროვი არიან.

მოსწავლეებმა საკმაოდ სახალისო და საინტერესო რეკლამები შექმნეს. სკოლის პედაგოგებმა კი ობიექტური არჩევნების გზით საუკეთესო რეკლამის ავტორი გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ მეტი ობიექტურობის მიზნით მასწავლებლებისთვის უცნობი იყო რეკლამის ავტორთა ვინაობა. ყველაზე მეტი მოწონება მობილური ტელეფონის რეკლამამ დაიმსახურა და მეექვსე კლასის მოსწავლემ, ანანო მიქიაშვილმა გაიმარჯვა. სკოლის აღსაზრდელს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება