სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კსუ-ში საქართველო-ლატვიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
16-10-2018
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის (ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი) ორგანიზებით, საქართველო-ლატვიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

შეხვედრას ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ინგრიდა ლევრენცე, საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში დავით აფციაური, კსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

ღონისძიებაზე საპატიო სტუმრებმა, საქართველო-ლატვიის ურთიერთობების ისტორიული პერიპეტიები და დღევანდელი გამოწვევები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უმნიშვნელოვანესია. 

ოფიციალური მიმართვების შემდეგ, აუდიტორიის წინაშე ლატვიური ნაციონალური სიმღერის ანსამბლი „ვიზმა“ წარსდგა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება და ოვაციები დაიმსახურა. 

დღის დასასრულს, კსუ-ს გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში ლატვიელ სტუმრებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოსა და ლატვიის საგანმანათლებლო სისტემების შესახებ იმსჯელეს. მიმოხილილეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლატვიურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები, ერთობლივი კვლევები, ასავე პროფესორთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები.
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება