სიახლეები
სკოლები

„ეტალონი“, საჩუქრები, პრიზები - როგორ უქმნიან სკოლებში მოწაფეებს უკეთესად სწავლის მოტივაციას
11-10-2018
-
+


სკოლების მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის საფუძვლიანი განათლების მიცემაა. თუმცა, მოწაფეთა შორის განსხვავება არსებობს და თუ ზოგისთვის მხოლოდ წიგნის მიწოდებაც საკმარისია, რომ საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაებას, ნაწილს მოტივაციის ასამაღლებლად დამატებითი სტიმულატორი სჭირდება. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ დაუკავშირდა Etaloni.ge სკოლების დირექტორებს. 

დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა სხილაძე:

მოტივაციის ასამაღლებლად წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელებითა და სერთიფიკატებით ვაჯილდოებთ. ასევე, კლასს, რომელიც აქტიურობით გამოირჩევა, ექსკურსიებს ვუწყობთ ხოლმე. 

კარდენახის საჯარო სკოლა, დირექტორი მაია ღლიღვაშვილი:

ჩვენ სკოლაში არაფორმალურ განათლებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. თუნდაც თქვენთან თანამშრომლობას ვგულისხმობთ. ჩართული ვართ ძალიან ბევრ პროექტში, მათ შორის თავისუფალ გაკვეთილებში, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული. ასევე, წელს მხარულთა და საზრიანთა გუნდი ჩამოვაყალიბეთ და რაიონში საპრიზო ადგილიც მოვიპოვეთ. ამგვარ კლუბებში ნაკლებად მოტივირებული მოსწავლეებიც კი ერთვებიან. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში კი ტესტირება ძალიან ობიექტურად ჩატარადა, რის შემდეგაც მეორე ტურში 14 მოსწავლე გადავიდა. სწორედ ასეთი აქტივობები უწყობს ხელს მოსწავლეებს, რომ სწავლისადმი მეტად მოტივირებულნი და დადებითად განწყობილნი გახდნენ. 

თბილისის N14 საჯარო სკოლა, დირექტორი მაკა გიორგაძე:

წარმატებული მოსწავლეებისთვის ცალკე სტენდი გვაქვს გამოყოფილი, სადაც მათი სახელი, გვარი და სურათებია გამოკრული. ასევე, შემოსასვლელში ტელევიზორი გვაქვს, სადაც წარმატებული მოსწავლეების შესახებ ვიდეორგოლი გადის. სკოლას საკუთარი გვერდი აქვს სოციალურ ქსელში, სადაც ყველა აქტივობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება და უახლოეს მომავალში გვსურს საკუთარი რადიოც გვქონდეს. რაც მთავარია, წლის ბოლოს ყველაზე კარგი მოსწვლეებისთვის წამახალისებელი ექსკურსია ეწყობა.

თბილისის N45 საჯარო სკოლა, დირექტორი მზია გელაშვილი:

ჩვენი სკოლის გამოცდილებიდან გამომდინარე, გასვლითი გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციაზე კარგად მოქმედებს. ამიტომ აღნიშნულს ხშირად ვაწყობთ მუზეუმებში, საგამოფენო დარბაზებში თუ სხვადასხვა ისტორიულ ქალაქში. ასევე, სკოლაში მოვაწყვეთ ბაღი, სადაც ბუნების და ხელოვნების გაკვეთილები ტარდება. ასეთ სივრცეებში გაკვეთილების გატანა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. მოწაფეებმა მეტი ინტერესი გამოიჩინეს.

თბილისის N37 საჯარო სკოლა, დირექტორი ლარისა მელაძე:

წარჩინებული მოსწავლეები ჩვენ სკოლაში წახალისებულნი არიან იმით, რომ ზაფხულში მათ სხვადასხვა ბანაკში რეკომენდაციას ვუწევთ. გარდა ამისა, ამ მოსწავლეებს შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ კლასებში სხვადასხვა აქტივობა ჩაატარონ. სპეციალური სტენდიც გვაქვს გამოყოფილი, სადაც წარმატებული მოსწავლეები გვყავს წარმოჩენილი. ასევე, სოციალურ ქსელში მათ მიღწევებს მუდმივად ავსახავთ. ამავდროულად, ამგვარი მოსწავლეების მშობლებს ვიბარებთ და პედაგოგიური კოლექტივის წინაშე მადლობას ვუხდით. 

ბათუმის N5 საჯარო სკოლა, დირექტორი მერაბ ხარჩილავა:

წარჩინებულ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის პირველივე დღეს ქების სიგელებს გადავცემთ ხოლმე, წლის ბოლოს კი ფასიანი საჩუქრებიც გვაქვს განკუთვნილი. უახლოეს მომავალში მათ შესახებ ინფორმაციის სტენდზე გამოფენასაც ვაპირებთ და გვსურს წლის ბოლოს სპეციალური ექსკურსიებიც მოვუწყოთ ხოლმე. 

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა, დირექტორი ლელა ხითარიშვილი:

მოსწავლეთა დაინტერესებისთვის პრეზენტაციები კეთდება. მათ სხვადასხვა შეხვედრა უტარდებათ. ასევე, ფილმების ჩვენება იმართება, რომლის მიმართაც განსაკუთრებულ დაინტერესებას გამოხატავენ. 

თბილისის N141 საჯარო სკოლა, დირექტორი მარინე სამუშია:

სკოლაში ბავშვის მოტივაციისთვის ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს. მათ შორის შედის კლასგარეშე ლიტერატურის გამოყენება, კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები, ვიდეო გაკვეთილების ჩვენება, თუნდაც, „ეტალონის“ ინტელექტ ჩემპიონატი, ან Izrune.ge, რომელიც მოსწალეებს მეტ მოტივაციას აძლევს. 

თბილისის N36 საჯარო სკოლა, დირექტორი მაია კვინიკაძე:

უმრავ ღონისძიებას ვაწყობთ - კლუბებს ვქმნით, ინტეგრირებულ გაკვეთილებს ვატარებთ. მოსწავლეებზე შეჯიბრებები, კონკურსები, თამაშები განსაკუთრებით კარგად მოქმედებს. უფასო წრეებიც გვაქვს, რომელშიც მოწაფეები აქტიურად ერთვებიან. 

აგარის საჯარო სკოლა, დირექტორი, გურამ მარკოიძე:

მოსწავლეთა წასახალისებლად სხვადასხვა ღონისძიებას ვაწყობთ. დამატებითი გაკვეთილები, ჯგუფები, წრეები - ეს შეთავაზებებიც გვაქვს. ამ აქტივობებში თუ მოსწავლე ჩაერთო, ე.ი. ის მართლა დაინტერესებულია, რადგან გაწევრიანება ნება-ყოფლობითია.

ლაშის საჯარო სკოლა, დირექტორი ნათელა აბესაძე:

პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენი სკოლა 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, სადაც მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი. მოწინავე მოწაფეებს კი წახალისებისთვის ჩვენ ყოველთვის საჩუქრებს გადავცემთ, მათ შორის წიგნებს, სპორტულ ინვენტარსა თუ სხვა პრიზებს.

 
ლეხაინდრაოს საჯარო სკოლა, დირექტორი მაია გაწერელია:

მოსწავლეების შესაძლებლობებს მორგებული აქტივობები პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას განაპირობებს, რის გამოც ყველა ბავშვი მოტივირებულია. ექსკურსიები, ღონისძიებები, ვიქტორინები და მსგავსი ტიპის შემეცნებითი აქტივობები კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სწავლის პროცესს და სხვა რაკურსით წარმოაჩენს ასათვისებელ თემას. სკოლის მთავარი მოცანა სწორედ საფუძვლიანი განათლების მიცემაა. 

რუისის N3 საჯარო სკოლა, დირექტორი მაკა მეტრეველი:

სკოლაში სტენდი გვაქვს, სადაც წარჩინებული მოსწავლეების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული. ასევე, მათ სიგელებით და ხანდახან ფასიანი საჩუქრებითაც ვაჯილდოვებთ. წლის ბოლოს კი ექსკურსიებსაც ვუწყობთ. ეს მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს. 

ოჩეს საჯარო სკოლა, დირექტორი მარინა თორდინავა:

მოწინავე მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებასა და კონკურსში ვრთავთ. მათ, ასევე, ქების სიგელებით ვაჯილდოვებთ და სკოლის სტენდზე წარმოვაჩენთ. ეს მათ მეტ მოტივაციას უქმნის, რომ მაღალ ქულებზე ისწავლონ. 

ჯოლევის საჯარო სკოლა, დირექტორი პლატონ ძიძიგური:

მოსწავლეებს ჯანსაღ სასწავლო გარემოს ვთავზობთ. ჩვენი დაკვირვებით, მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიები აინტერესებთ და ამის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებს დიდი ინტერესით სწავლობენ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ადგილი სპორტულ აქტივობას უკავია, სადაც ყველა მოსწავლე ხალისით ერთვება.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
სტუდენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს აპროტესტებდა, რის გამოც იგი სცემეს
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება