სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვის აქვს პროფესიული განათლების მიღების უფლება
10-10-2018
-
+


პროფესიული განათლების შესახებ კანონში საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები განისაზღვრა.

კანონის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული განათლების მიღების უფლებით. თუმცა, საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები შემდეგნაირად არის განსაზღვრული:

1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. პირი, რომელსაც აქვს:  

ა) სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, დაიშვება იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები;

ბ) სულ მცირე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი, დაიშვება საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

3. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.

4. პროფესიული მომზადების პროგრამაზე ან პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი პროგრამით დადგენილ პირობებს.

პროფესიული განათლების მიმართულებით კანონში შესული ყველა რეგულაციისა და განსაზღვრების შესახებ ინფორმაცის ნახვა ბმულზე შეგიძლიათ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება