სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მულახის სკოლაში მრავალფეროვანი სასკოლო აქტივობები დაიგეგმა
03-10-2018
-
+


მესტიის, მულახის საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად მრავალფეროვანი სასკოლო აქტივობები ჩატარდა და დაიგეგმა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, განსაკუთრებით ხალისიან და სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ახალი სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესმა.

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა, რომელშიც მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობენ.

წლევანდელი შესარჩევი ტურის გამარჯვებულები არიან ვერიკო ქურდიანი და ბექა ქურდიანი, რომლებიც ინტელექტ-ჩემპიონატის შემდეგ ტურზე სკოლას წარადგენენ. 

მულახის საჯარო სკოლა ასევე, მიწვეულია „ინტელექტის დღე-2018“ ფინალურ ტურზე, რომელიც 13 ოქტომბერს სასტუმროში - Hualing Tbilisi გაიმართება.

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, სამომავლოდ რაიონული მასშტაბით, ჭადრაკის, მათემატიკისა და საბუნებუისმეტყველო ტურების გამართვა იგეგმება. ასევე, სკოლა სხვადასხვა სკოლის მიერ გამოცხადებულ საღამოებსა და კონკურსებში მიიღებს მონაწილეობას.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება