სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
03-10-2018
-
+


ღების საჯარო სკოლაში ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, პოეტ ეთერ ლობჯანიძის პოეზიის საღამო გაიმართა. 

შეხვედრა სკოლის დირექტორის, ნუნუ ლობჯანიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

პოეტი მშობლიური სოფლისა და ქვეყნის სიყვარულითა და პატრიოტიზმით სავსე ლექსებით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე. 

საღამოზე მოსწავლეებმაც წაიკითხეს სტუმრად მოწვეული პოეტის ლექსები და ჩანახატები. 

საღამოს დასრულების შემდეგ ეთერ ლობჯანიძემ საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა: 

„რომანტიკოსი? არა, უფრო სატრფიალო ლირიკა, რეალისტი - ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ჰარმონია და  ფანტაზია  ზოგადად, როგორც ოპტიმისტების ძირითადი კომბინაცია. უფრო მეტად ნათელი ფერები... მხოლოდ არსებული რეალობა, ქვეყნის თუ საზოგადოებრივი ცხოვრების დღევანდელი განვითარების ფაქტორეზე დაყრდნობით. ძირითადი თემა პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, რამაც ხელში კალამი ამაღებინა. ვცდილობ უბრალო სიტყვებით დავეხმარო ადამიანებს სულიერი ლაბირნითების გარკვევაში, მინდა ყველას დავანახო ერთად ყოფნის აუცილებლობა. სულიერება ჩემთვის ამომავალი ცნებაა, უფალი, რომელიც თვითონ სიყვარულია და სიყვარული ადამიანების სიყვარულზე დაფუძნებული. მჯერა, ყველაფრის არსებობის საფუძველი იყო სამყაროს მიღმა, არაამქვეყნიური საწყისი (საბოლოო ანგარიშით ღმერთი). მაინტერესებს ბუნება, როგორც მატერია, მისი საიდუმლო სამყარო და მისი შემეცნება. არანაირი სენტიმენტალობა, არ მშურს არაფერი, არ ვედრები არავის, მე მაქვს ჩემი გზა და მივყვები ნელა, აუჩქარებლად, მახარებს სხვისი სიხარული და წარმატებები, მჯერა სხვა სიმდიდრე არაფერია მასთან, რასაც მამულისა და ხალხის კეთილდღეობა  ჰქვია.

რა თქმა უნდა, ვმონაწილეობ პოეზიის საღამოებში,  წიგნის  პრეზენტაციებზე, დავდივარ რაიონებში ლიტერატურულ ღონისძიებებზე და ასე შემდეგ. ჩემი საკუთარი კრებული ჯერ არ მაქვს, მაგრამ ჩემი ლექსები და ნოველები დაბეჭდილია „მზის არილის“ რამდენიმე  ტომში და  ყვითელი აივნის დღიურებში“ - აღნიშნა ეთერ ლობჯანიძემ. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება