სიახლეები
სიახლეები

რამდენ სკოლას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და რა სირთულეებს უქმნით დირექტორებს
04-10-2018
-
+


კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დღეისათვის 40-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს მინიჭებული, რომელთა შორის, ზოგადსაგანმანათლებლო, მუსიკის, ხატვის, ბალეტისა და სხვადასხვა ტიპის სკოლები და ბაღები შედიან. 

etaloni.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით ერთ-ერთი პირველი სკოლა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა თელავის ბატონის ციხის სკოლაა, რომელიც XVIII-XIX სს-ით თარიღდება.

აღსანიშნავია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებისას მნიშვნელობა, როგორც დაწესებულების დაარსების დროს, ისე შენობის არქიტექტურას, დაწესებულების მნიშვნელობასა და მის ისტორიულ როლს ენიჭება.

სტატუსის მინიჭების შემდგომ უძრავი ძეგლი დაცული ხდება სახელმწიფოს მიერ, დგინდება დამცავი ზონა, რომლის დაცვაც სავალდებულოა ყველასთვის. უძრავი ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და გარემოს შენარჩუნება, რომლებიც შეადგენს მის მხატვრულ, ისტორიულ, მეცნიერულ, ესთეტიკურ და სულიერ ფასეულობას და რისთვისაც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი. 

რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რაიმე დამატებითი შენობის ჩადგმა ახლო ტერიტორიაზე ან გარემოს ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი მასზე ნებართვას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გასცემს. 

etaloni.ge დაინტერესდა, რა პრობლემებს აწყდებიან დირექტორები, რომელთა სკოლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ და ამასთან, რა უპირატესობებს ხედავენ ამ სტატუსში.

როგორც ქუთაისის 14 საჯარო სკოლის დირექტორმა ნონა ჩუბინიძემ გვითხრა, იმის გამო რომ სკოლას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ მათ დამატებითი ნებართვები სჭირდებათ სარემონტო სამუშაობის შესრულებისთვის.

„გარდა იმისა რომ სარემონტო სამუშაოებს ვათანხმებთ განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოსთან, შეთანხმება უნდა შედგეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. რომელსაც სჭირდებათ დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა და წინასწარ ყველა იმ დეტალის შეთანხმება რის გაკეთებას ვაპირებთ -  ფერიც კი ზუსტად თანხმდება. როცა ისინი გადაწყვეტენ, რომ ამ ცვლილების შემდგომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ ზიანდება და არ ფუჭდება გვაძლევენ სარემონტო მოწმობას, თავისი ვადებით. ისინი ასევე თავის თავზე იღებენ იმას, რომ სარემონტო სამუშოების დასრულების შემდგომ გადაამოწმონ რა გაკეთდა. სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ იწერება შესრულებული სამუშაოების შესახებ დასკვნა, რომ ნამდვილად იმ მოთხოვნების შესაბამისად არის შესრულებული ყველაფერი, რომელიც მათ ჰქონდათ და ამით კულტურულ მემკვიდრეობას ზიანი არ მიადგა“, - განაცახადა ნონა ჩუბინიძემ.

ფოთის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი ლელა კემულარიას თქმით, სკოლის სტატუსის გამო დაბრკოლება არ შექმნიათ. უპირატესობად კი სკოლის შენობის განსხვავებულობას ასახელებს.

„უპირატესობა ის აქვს რომ ძალიან ნათელი დიდი დარბაზებია, ასეთ შენობებს 21-ე საუკუნეში აღარ აშენებენ. ვიზუალურად ძალიან ლამაზია და როდესაც შედიხარ ხვდები, რომ სხვა სამყაროში ხარ და სხვა ატმოსფერო გხვდება. 

„სარემონტო სამუშაოები ადრე არის ჩატარებული გარე ფასადზეც და შიგნითაც. რაიმე განსაკუთრებული დაბრკოლება იმის გამო რომ სკოლის ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია არ შეგვქმნია“, - გვითხრა დირექტორმა. 

etaloni.ge - იმ სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ზოგად ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული, როგორც რეგიონებში, ისე თბილისის მასშტაბით. 

თელავი: თელავის ბატონის ციხე. სკოლა XVIII-XIX სს, მე-2 საშუალო სკოლა XIX ს.

ბათუმი: ბათუმის სამხატვრო სკოლა (საცხოვრებელი სახლი) XIX ს-ის 80-იანი წლები, ბათუმის №1 საშ. სკოლა 1904 წელი, ბათუმის ავტოსკოლა სანტექნიკის სალონი, საბროკერო კომპანია XX ს-ის დასაწყისი, სამუსიკო სკოლა 1899 წელი.

გორი: სამხატვრო სკოლა 1972 წელი; სასულიერო გიმნაზია 1817 წელი.

ფოთი: № 3 საჯარო სკოლა 1909 წელი; ყრუ -მუნჯთა სკოლა 1907 წელი; №12 საჯარო სკოლა (რკინიგზის სკოლა ) XIX საუკუნის 90-იანი წლები; ყოფილი მე-5 საშუალო სკოლა 1901-1906 წწ;  სკოლა “ბალავარი“ 1937 წელი; №1 გიმნაზია 1902 წელი; II გიმნაზია 1903-1906 წწ. 

ხაშური: №1 საჯარო სკოლა XX საუკუნის დასაწყისი.

ბორჯომი: ზ. ფალიაშვილის სახ. სახელმწიფო მუსიკალური სკოლა XIX საუკუნის ბოლო; №3 საჯარო სკოლა 1897 წელი; ვ.ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლა XX ს-ის შუა ხანა. 

ქუთაისი: მე-14 საჯარო სკოლა 1952 წელი; სამუსიკო სკოლა 1882 წელი. ოცხელის სახელობის გიმნაზია XIX საუკუნის ბოლო.

სოფელი ახატანი: სკოლა XX ს-ის დასაწყისი.

დაბა შაუმიანი: № 1 საჯარო სკოლა XIX საუკუნე 1899 წელი, – 1924 წლიდან სკოლა. 

სოფელი ენისელი: ილია შავერდოშვილის სახელობის სკოლა XIX ს-ის ბოლო, XX ს-ის დასაწისი. 

ტოლაანთსოფელი: სკოლა XX საუკუნის 50-იანი წლები.

დაბა სტეფანწმინდა: №1 საჯარო სკოლის გერგეტის უბნის დაწყებითი სკოლა 1887 წელი.

ზესტაფონი: №1 საჯარო სკოლა XX საუკუნის დასაწყისი;  №1 საჯარო სკოლის გერგეტის უბნის დაწყებითი სკოლა 1887 წელი.

სამტრედია: № 12 საჯარო სკოლა 1890-იანი წლები.

თბილისი: №58 სკოლა მე-19 საუკუნის დასასრული; №68 სკოლა -1880 წელი; საშუალო სკოლა 1903 წელი; საშუალო სკოლა 1910 წელი; კონსერვატორიის რექტორატი, სამუსიკო სკოლა მე-19 საუკუნის დასასრული; საშუალო სკოლა 1900 წელი; №27 საშუალო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისი; №30 საშუალო სკოლა 1897 წელი; №1 საშუალო სკოლა მე-19 საუკუნის I ნახევარი; ი. ჭავჭავაძის სახელობის №23 სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისი; №91 საშუალო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისი; მუსიკალური სკოლა მე-19 საუკუნის დასასრული; პოლონური საკვირაო სკოლა მე-19 საუკუნის დასასრული; ვ. ჭაბუკიანის სახ. საბალეტო სკოლა მე-20 საუკუნის შუახანა; საბავშვო ბაღი, ნ. ჟორდანიას სახ. სკოლა 1834 წელი.



კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
მეთორმეტე კლასის მოსწავლეების წლიური შეფასება - საბოლოო ვადები და ინსტრუქცია პედაგოგებისთვის
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
საბაზო საფეხურის ხანგრძლივობა იზრდება და სავალდებულო განათლების მიღება 10 წლიანი ხდება - დეტალური ინფორმაცია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
ჩანიშნული შემაჯამებლები და გაკვეთილები უქმდება - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის უქმე დღესთან დაკავშირებით
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში გამართულ მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა პირველკლასელთა წარმოდგენა -  „ანბანის გაცილება“, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა
გარდა ამისა, მათ გერმანულ ენაზე იმღერეს, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა
პროექტის ორგანიზატორი და ხელმძვანელი 2009 წლიდან თამარ ივარდავა გახლავთ
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები დააკვირდნენ და შეისწავლეს ნახევარგამტარის გამტარებლობა
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება