სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

იცით, რისი შიშია სქოლიოფობია - ეს მოსწავლეებსა და მშობლებს დაგაინტერესებთ
03-10-2018
-
+


ძალიან ბევრ, გავრცელებულ ფობიებს შორის არსებობს ერთი ფობია, რომელიც ყველაზე ხშირად სასკოლო ასაკის ბავშვებშია გავრცელებული. 

ალბათ ხშირად ვყოფილვართ მოწმე იმისა, თუ როგორ არ უნდათ ბავშვებს სკოლაში წასვლა და მშობლებს ტირილით ემუდარებიან სახლში დაბრუნებას - ამას ფსიქოლოგები სასკოლო ფობიას უწოდებენ, იგივე სქოლიოფობიას. 

სანამ უშუალოდ ამ ფობიაზე ვისაუბრებთ, უნდა განვსაზღვროთ რა არის შიში და რა - ფობია. შიში ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობაა და ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ შეშინებია. ის დროებით ხასიათს ატარებს და მარტივად დაძლევადია. თუ შიშის დაძლევის პროცესი გართულდა, ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვი ფობიაზე მივიტანოთ. ფობია არაადეკვატური შიშია, რომლის დროსაც ადამიანი ლოგიკური აზროვნების უნარს კარგავს და მთლიანად ემორჩილება საკუთარ ფობიას. 

სკოლის ფობია, ხშირ შემთხვევაში, სერიოზულად უშლის ხელს მოსწავლეებს განათლების მიღებაში და ამიტომ სასურველია, რომ მის დაძლევაზე დროულად ვიზრუნოთ. 

ამავდროულად, ფობია არ უნდა აგვერიოს სიზარმაცეში. 

ფობიის სიმპტომები და ნიშნებია: 

- ბავშვები ხშირად ამბობენ, რომ ცუდად არიან

- დილით იღვიძებენ თავის, მუცლის ან ყელის ტკივილით 

- როგორც კი გაირკვევა, რომ ბავშვი სახლში რჩება, სიმპტომებიც უკვალოდ ქრება შემდგომ დილამდე და ასე მეორდება

- ბავშვმა შეიძლება გამოავლინოს უზომო ემოცია, ძირს განერთხას, ფეხები იქნიოს (ისეთი თვისებები, რაც როგორც წესი უფრო პატარა ასაკის ბავშვებს ახასიათებთ)

- სკოლის ფობიასთან გვაქვს საქმე, თუ ჯანმრთელი ბავშვი სკოლის მნიშვნელოვან დღეებს ხშირად აცდენს 
 

სკოლაზე უარის თქმის ან სკოლის შიშის მიზეზები შეიძლება იყოს: 

- ბავშვს შეიძლება სურდეს სკოლასთან ასოცირებული საკითხების არიდება, რომლებიც უსიამოვნო გრძნობას იწვევს მასში, მაგალითად, შიში, შფოთვა, დეპრესია, ფსიქომოტორული სიმპტომები

- ბავშვს შეიძლება არ უნდოდეს უბრალოდ სწავლა და ცდილობდეს პრეზენტაციების, ტესტების, ჯგუფური მუშაობის, სპეციფიკური გაკვეთილების თავიდან აცილებას. შეიძლება საერთოდ ბავშვებთან ურთიერთობა იყოს მისთვის დიდი სტრესი

- ბავშვს შეიძლება სჭირდებოდეს მეტი ყურადღება უფროსებისგან სკოლის გარეთ (მშობლები და ახლობლები)

- ბავშვს შეიძლება აქვს ის სფერო, რომელშიც თავს კარგად გრძნობს და ეს სფერო სკოლის გარეთ არსებობს, მაგალითად, ჰობი, კომპიუტერული თამაშები, ფილმები და ა.შ. 

სკოლის შიშთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ერთი მოსაზრებით, ბავშვი უნდა აიძულონ სკოლაში იაროს, მეორე მიდგომა კოგნიტურ-ქცევით თერაპიას მოიცავს, მესამე კი ბავშვის სასკოლო გარემოსთან შეჩვევას გულისხმობს.  

თუ რომელ სტრატეგიას მიმართავს მშობელი, ეს მისი გადასაწყვეტია, მთავარია ახსოვდეს, რომ პირველ რიგში, აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება. ასევე, ფობია ნაკლებად ახასიათებთ ისეთ ბავშვებს, რომლებიც ცნობისმოყვარეები, აქტიურები და კომუნიკაბელურები არიან. ამიტომ, სასურველია მათთან ადრეული ასაკიდან ვიმუშაოთ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება