სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დღეიდან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
03-10-2018
-
+


პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და მიმდინარე წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციის შესახებ მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირინა წეროძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინიმუმ 9 კლასის განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში, სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას  ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ხელოვნების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

მსურველებს, შეუძლიათ აირჩიონ დუალური ანუ, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელმისაწვდომია  სოფლის მეურნეობის, მშენებლობის ტურიზმისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებებით. სწავლების პროცესში ჩართულია 40 -მდე კერძო კომპანია.

პროფესიული განათლების მიღებისათვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.

რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებებში. 

ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

რეგისტრირებულ  აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა  საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით.

წელს პირველად, დუალურ პროგრამები ხელმისაწვდომი ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. ისევე, როგორც წინა წლებში, მიმდინარე საშემოდგომო მიღებაზეც, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ, ტესტირება გაიარონ რუსულ, სომხურ  ან  აზერბაიჯანულ ენაზე. ჩარიცხვის შემდეგ ისინი გაივლიან ქართული ენის შემსწავლელ მოდულს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება