სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მინისტრის ინიციატივით ფშავ-ხევსურეთის სოფლებში არსებული პანსიონები ფუნქციონირებას გააგრძელებენ
02-10-2018
-
+


ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის სკოლა-პანსიონები სამინისტროს სამართლებრივ და სამეთვალყურეო რეგულაციაში მოექცევიან, რაც სკოლა - პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს, - აღნიშნულის შესახებ განცხადება განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთა.

როგორც სამინისტროს მიერ  etaloni.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული პანსიონები „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის შესახებ“  საქართველოს კანონის მოთხოვნებს დაექვემდებარა და  მათი მუშაობა დროებით შეჩერდა. ამით კი, ხელი შეეშალა მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართვას.  

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აუცილებლად მიიჩნევს, ახლო მომავალში შემუშავდეს პოლიტიკა ზოგადი განათლების მიღებისთვის აუცილებელი სპეციალური სკოლა-პანსიონების მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალმთიან და შორეულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეების განათლების მიღების შესაძლებლობა შესაბამისი პირობების შექმნით.  

etaloni.ge შეგახსენებთ, რომ ფშავ-ხევსურეთის სოფლების - შატილის, ბარისახოს და მაღაროსკარის პანსიონებმა, სადაც 27 ბავშვი ცხოვრობდა და სასკოლო განათლებას იღებდა, სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო ლიცენზია ვერ მოიპოვეს და ფუნქციონირება შეწყვიტეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება