სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიულ პროგრამებზე განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება
02-10-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 3 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის  ჩათვლით,  აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.  ამ თემაზე პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ ბრიფინგი გამართა. 

მინიმუმ 9 კლასის განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში, სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას  ტურიზმის,  მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ხელოვნების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

მსურველებს, შეუძლიათ აირჩიონ  დუალური ანუ, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელმისაწვდომია  სოფლის მეურნეობის, მშენებლობის ტურიზმისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებებით. სწავლების პროცესში ჩართულია 40 -მდე კერძო კომპანია.

შეგახსენებთ, პროფესიული განათლების მიღებისათვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის!

რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებებში. 

ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე!

რეგისტრირებულ  აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა  საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით.

წელს პირველად, დუალურ პროგრამები ხელმისაწვდომი ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც! ისევე, როგორც წინა წლებში, მიმდინარე საშემოდგომო მიღებაზეც, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ ტესტირება გაიარონ რუსულ, სომხურ  ან  აზერბაიჯანულ ენაზე. ჩარიცხვის შემდეგ ისინი გაივლიან ქართული ენის შემსწავლელ მოდულს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება