სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახალხო დამცველი მოითხოვს განათლების სამინისტრომ და დუშეთის მუნიციპალიტეტმა ფშავ-ხევსურეთში პანსიონები აღადგინოს
01-10-2018
-
+


სახალხო დამცველი განათლების მინისტრსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს მიმართავს, დროულად აღადგინონ ფუნქციონირება ფშავ-ხევსურეთის სოფლებში არსებულმა პანსიონებმა, რომლებმაც ლიცენზია ბავშვთა ზრუნვის არსებულ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო შეუწყდა.

„საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, ფშავ-ხევსურეთის სოფლებში პანსიონების ფუნქციონირების აუცილებლობას ის ფაქტი მიუთითებს, რომ სოფლების ნაწილში არ არის საჯარო სკოლები, ბავშვები კი, ათეულობით კილომეტრის გავლას ვერ ახერხებენ, განსაკუთრებით ზამთარში, დიდთოვლობისა და საგზაო პრობლემების მიზეზით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების განათლების უფლებაზე მისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყოს გეოგრაფიული, ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის ბარიერების დაძლევის გზით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის გაგზავნილ მიმართვაში სახალხო დამცველი დაინტერესდა, თუ რა ღონისძიებები გატარდა სასწავლოს წლის დაწყებამდე, პანსიონებში არსებული პრობლემების გამოსასწორებლად და წინასწარ შეატყობინეს თუ არა ბავშვების ოჯახებს პანსიონების ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მოუწოდა დროულად იქნას შესწავლილი საკითხი და გატარდეს ყველა შესაძლო ღონისძიება ბავშვების განათლების უფლების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Etaloni.ge შეგახსენებთ, რომ ფშავ-ხევსურეთის სოფლების - შატილის, ბარისახოს და მაღაროსკარის პანსიონებმა, სადაც 27 ბავშვი ცხოვრობდა და იღებდა სასკოლო განათლებას, სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო ლიცენზია ვერ მოიპოვეს და ფუნქციონირება შეწყვიტეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბებმა“ გაავრცელა.

მათივე თქმით, სამივე პანსიონი დუშეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. 2018 წელს ცენტრი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 121 ათასი ლარით დაფინანსდა. მიუხედავად ამისა, დუშეთის მერიას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 4 თვის განმავლობაში, ვიდრე სკოლაში არდადეგები იყო, პანსიონებში პირობების გასაუმჯობესებლად არაფერი გაუკეთებიათ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა კი  მაღაროსკარის პანსიონშია.

„კარ-ფანჯარა დაზიანებულია, აბაზანა არ არის და ბავშვები, რომლებსაც სკოლასთან ახლოს ნათესავები არ ჰყავთ, მთელი კვირის განმავლობაში დაბანას ვერ ახერხებენ“, - აცხადებს სააგენტო.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება