სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა გეგმები აქვს გურამ კაშიას სკოლებში ჩაგვრის წინააღმდეგ - „გაფორმდეს სიმბოლური ხელშეკრულება - არ დავცინებ! არ დავამცირებ!“
29-09-2018
-
+


საქართველოს ნაკრებისა და სან ხოსეს ფეხბურთელი გურამ კაშია სკოლებში ჩაგვრის წინააღმდეგ გეგმის შესახებ „ინსტაგრამზე“ ხელნაწერს აქვეყნებს.

გურამ კაშიას გეგმის მიხედვით, ის მზადაა, წელიწადში 10-ჯერ,  ბავშვებთან საკუთარი სკოლის გამოცდილებაზე ისაუბროს, სადაც ფეხბურთელის თქმით, თავადაც იჩაგრებოდა.

მისივე ცნობით,  სპორტსმენებსა და ბავშვებს შორის გაფორმდება  სიმბოლური ხელშეკრულება. მაგალითად: არ დავცინებ! არ დავამცირებ! ამ პირობას ხელს მოაწერს ყველა ბავშვი და სპორტსმენი, შემდეგ კი კლასში გაიკვრება, როგორც სიმბოლური აქტი.

ფეხბურთელი გეგმაში ასევე, საქველომქედო შეთავაზების შესახებ წერს და მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს საქველმოქმედო აუქციონის ორგანიზებაში. აუქციონზე დაგროვილი თანხა კი მოხმარდება სკოლას, მოსწავლეს ან კლასს.

„მე შემიძლია ჩემი ნივთების გაყიდვა. მაგ: მაიკა, ბუცი, გაცვლილი მაიკები. შემიძლია ცნობილი ფეხბურთელების მაიკების შოვნა, თუ გავიტანთ აუქციონზე. აუქციონზე დაგროვებული ფული მთლიანად მოხმარდება გაჭირვებულ სკოლას, კლასს, მოსწავლეს“,-წერს კაშა.

სოციალური კამპანია „ძლიერები არ ძალადობენ“ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს დაიწყო და მისი კეთილი ნების ელჩები ქართველი სპორტსმენები - ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გურამ კაშია, ნინო სალუქვაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, რევაზ მინდორაშვილი, გიორგი ლომაია, ნიკოლოზ ეგაძე, ლადო ხინჩეგაშვილი გახდნენ.

სამი თვის განმავლობაში, ისინი სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს სპორტულ მასტერკლასებზე შეხვდებიან და მოზარდებს საკუთარი წარმატების გამოცდილებას გაუზიარებენ.

კაპანიის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ისეთი ფასეულობების დამკვიდრება, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და ურთიერთპატივისცემა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, სპორტული სამყაროს კონსოლიდირება ბულინგის, ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ.

იხილეთ ხელნაწერის ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება