სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუბის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დადგომა აღნიშნეს
26-09-2018
-
+


ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის გუბის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით სასკოლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სოფელში მოქმედი ეკლესიის მოძღვარი ესწრებოდნენ. 

ღონისძიება სკოლის დირექტორმა, ნანა გეგუჩაძემ გახსნა. 

მან ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. ნანა გეგუჩაძემ აღნიშნა, რომ სკოლა ახალი გამოწვევების წინაშე დგას და საჭიროა, ამ გამოწვევებს სათანადოდ მომზადებული შევხვდნენ.

დირექტორის თქმით, გარემონტდა სკოლის პირველი სართული და სველი წერტილები, ასევე კეთილმოეწყო რამდენიმე საკლასო ოთახი. 

„ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ, რომ  სწავლისთვის ყველა პირობა შეგიქმნათ, რათა თქვენ მაქსიმალურად შეძლოთ გამოყენება ყველა იმ რესურსის, რასაც განათლების სამინისტროგვთავაზობს, რაც აუცილებელია თქვენი სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის“, - აღნიშნა ნანა გეგუჩაძემ. 

სკოლაში გასაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით შეეგებნენ პირველკლასელებს. მათ საზეიმოდ გადაეცათ ბუკები.

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მოძღვარმა მიულოცეს.  

სკოლის მოსწავლეებმა კი სხვადასხვა საკონცერტო ნომერი წარმოადგინეს. 

ღონისძიების ბოლოს, თითოეული კლასის დამრიგებელმა ყველა მოსწავლეს სასკოლო სახელმძღვანელოები  გადასცა.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება