სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მარიამ ჯაში: პირველ კლასში მოსწავლის მიღების ასაკის გახანგრძლივება პრობლემებს შექმნის
26-09-2018
-
+


საქართველოს  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის,  მარიამ ჯაშის განცხადებით, პირველ კლასში მოსწავლის მიღების ასაკის ხისტად გახანგრძლივება პრობლემებს შექმნის.

მისი თქმით, დღეს არსებული სასკოლო ინფრასტრუქტურა დაწყებით კლასებში დამატებით 15-20 ათასი ბავშვის მიღების შესაძლებლობას არ იძლევა. 

„სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული პრაქტიკაა - უმეტეს ქვეყნებში სასწავლო წლის დაწყების ასაკი 6 წელია. თუმცა, მათგან უმრავლესობაში საგამონაკლისო წესებია. დღეს ჩვენ ხისტად, რომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და სასკოლო ასაკი გავახანგრძლივოთ, ერთი მხრივ, პრობლემები შეგვექმნება სასკოლო მზაობასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, დღეს არსებული სასკოლო ინფრასტრუქტურა არ მოგვცემს საშულებას, დაწყებით კლასებში დამატებით 15 და 20 ათასი ბავშვი მივიღოთ“, - აღნიშნა ჯაშმა.

აღნიშნულით მარიამ ჯაში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენადი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება. 

გენადი მარგველაშვილის ინფორმაციით, საგანმანათლებლო სისტემაში ცვლილებები იგეგმება. მისი ცნობით, შესაძლოა, განხილული იყოს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, ის, რომ სკოლაში დაშვებული იყოს ბავშვის მიღება, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უსრულდება, ან მეორე – პირველ კლასში მიღებამდე შესაძლოა, 2-წლიანი მოსამზადებელი კურსი შემოიღონ.

მოქმედი კანონით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთაც სწავლის დაწყებისთვის 6 წელი უკვე შესრულებული აქვთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება