სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში უწევთ საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს სახელმძღვანელოების შეძენა
25-09-2018
-
+


საქართველოში საჯარო სკოლების მოსწავლეები სახელმძღვანელოებს და სამუშაო რვეულებს უფასოდ იღებენ.აღნიშნული პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ყველა მოწაფეს ეხება.

კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო სკოლა ვალდებულია მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოს. შესაბამისად, არცერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელს სასკოლო სახელმძღვანელოებში თანხის გადახდა არ უწევს.

Etaloni.ge თემის უკეთ განსამარტად რველის საჯარო სკოლის დირექტორ ნესტან ლილუაშვილის დაუკავშირდა:

„პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სახელმძღვანელოებს იღებენ, ყველა დანარჩენი კლასისთვის კი სკოლა უკვე არსებულ სახელმძღვანელოებს არიგებს. შესაბამისად, საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს სასკოლო სახელმძღვანელოები თავისი სავარჯიშო რვეულებითურთ აქვს. თუ არის შემთხვევა, რომ სახელმძღვანელოს გამოწერა და სკოლაში მიტანა სხვადასხვა მიზეზის გამო დაგვიანდა, ამ დროს მოსწავლეებს გადაქსეროქსებული მასალით უზრუნველვყოფთ, იქამდე, სანამ გამოწერილი სახელმძღვანელო მოვა“. - განუცხადა ნესტან ლილუაშვილმა Etaloni.ge-ს. 

აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტროც ადასტურებს.უწყების ცნობით, პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით საჯარო სკოლებში სასკოლო სახელმძღვანელოები სრულიად უფასოდ რიგდება. ამავდროულად, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოწაფეებს ახალი სახელმძღვანელოები გადაეცათ:

„ახალ სასწავლო წელს, I-VI კლასების საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი, გრიფრებული სახელმძღვანელოები გადაეცემათ, რომელიც გაუმჯობესებულია როგორც შინაარსობრივად, ასევე ტექნიკურად. თუ აქამდე თითოეული სახელმძღვანელოს წონა I-V კლასის ჩათვლით, დაახლოებით, 400 გრამამდე იყო, წელს 200 გრამამდე შემცირდა. რაც შეეხება V-VI კლასების მოსწავლეთა სახელმძღვანელოების საშუალო წონას, აქამდე თითო წიგნი 500 გრამამდე იწონიდა, ახლა კი, წიგნის საშუალო წონა 250 გრამია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გამომცემლობას აქვს ვებგვერდი, სადაც  სახელმძღვანელოების ელექტრონული რესურსი განთავსდება. ამასთან, სახელმძღვანელოების წონიდან გამომდინარე,  ზოგიერთი სახელმძღვანელო დაყოფიალია  ორ, ზოგი კი 3 ნაწილად.“-განუცხადეს Etaloni.ge-ს განათლების სამინისტროში. 

აქედან გამომდინარე, თუ მშობელს საჯარო სკოლაში სასკოლო სახელმძღვანელოს შეძენა დასჭირდა იმიტომ, რომ მოსწავლეს ის ვერ მიაწოდეს, ეს კანონდარღვევაც კი არის. მშობელს არამარტო უფლება აქვს, არამედ ვალდებულიცაა საჯარო სკოლას სახელმძღვანელოებით სრულად უზრუნველყოფა მოსთხოვოს. აღნიშნული არ ეხება მხოლოდ კლასგარეშე ლიტერატურას, რომელიც პედაგოგს შესაძლოა დამატებით დასჭირდეს. ამ დროს, ბუნებრივია, მშობელს წიგნის შეძენა უწევს. 

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები კერძო სკოლებში არ რიგდება. მათ განათლების სამინისტროსთან მხოლოდ ავტორიზაციასთან დაკავშირებით აქვთ გადაკვეთა. დანარჩენი საკითხები-წიგნები, ფორმები თუ სხვა სასწავლო დეტალები მშობელსა და კერძო სკოლას შორის ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე თანხმდება. 

და ბოლოს, Etaloni.ge-ს მიერ მოძიებული ინფორმაციით, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სარგებლობენ. კერძოდ: 

საფრანგეთის სკოლებში სახელმძღვანელოების შეძენა საჭირო არ არის, მათ სკოლა გასცემს; 

სახელმძღვანელოებს არ ყიდულობენ ასევე შვედი მოსწავლეების მშობლები, აქ სასკოლო წიგნები ასაკობრივია და რამდენიმე თაობაზეა გათვლილი;

უფასოდ ურიგდებათ სახელმძღვანელოები ბრიტანელ მოსწავლეებსაც;

ლიეტუვაში მოსწავლეებს სახელმძღვანელოები უფასოდ ხვდებათ, მაგრამ ყველა დამხმარე მასალის შეძენა მშობელს უწევს;

იტალიაში სასკოლო სახელმძღვანელოებს მშობლები ყიდულობენ, მაგრამ არის რეგიონები, სადაც სკოლის აღსაზრდელებს სახელმძღვანელოები მე-9 კლასამდე ურიგდებათ, შემდეგ კი მშობლები წლიურ კომპლექტში ღირებულების 50%-ს იხდიან; 

აშშ-ში წიგნებს მოსწავლეებს ორი კომპლექტად ურიგებენ-ერთს სახლისთვის, მეორეს კი სკოლისთვის, რათა ბავშვებმა სიმძიმეები არ ატარონ. მაღალ კლასებში სკოლა მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურითაც უზრუნველყოფს;

რაც შეეხება იაპონიას, ძირითად სახელმძღვანელოებს სკოლა გასცემს, სავარჯიშო რვეულების შეძენა კი ოჯახს უწევს. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები

როდის გამოქვეყნდება ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია და აბიტურიენტების სია

რომელი ვარიანტები გამოცხადდა რთულად - განათბრებული ქულების ცხრილი ცნობილია

გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ კლუბს თავად სკოლის დირექტორი - ლიკა სანებლიძე უხელმძღვანელებს
 
როდესაც სკოლის მთავარი ღირებულება მუდმივი განვითარებაა, წარმატება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება
 
სკოლა „ანაბასისში“ პროფესიონალიზმის მიღმა უდიდესი სიყვარული, ზრუნვა და ადამიანობა დგას
 
სკოლისა და ოჯახის ერთობით იქმნება ჩვენი შვილების საუკეთესო მოგონებები და ნათელი მომავალი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება