სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილმა მანდატურის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
25-09-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ვახტანგ მეიფარიანმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის 18 სექტემბერს დაწერა.

სამინისტრომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა.  

კონკურსი მიმდინარე წლის 30 სექტემბერს დასრულდება.  

კონკურსის თანახამად, კანდიდატს მაგისტრის ხარისხის დიპლომი და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ასევე, სასურველია იცოდეს ინგლისური და რუსული ენები. ანაზღაურება 4 000 ლარი იქნება,  გამოსაცდელი ვადა კი 6 თვეა. 

აღნიშნული ცვლილებების გარდა, მიხეილ ბატიაშვილმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს თანამდებობიდან თავისი მოადგილეები ლია გიგაური და თემურ მურღულია გაათავისუფლა.

ასევე, მისივე გადაწყვეტილებით, თანამდებობა დატოვეს: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ სანიკიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორმა, მანანა მიქაბერიძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება