სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მაია მიმინოშვილის, თამარ სანიკიძის, გიორგი მაჩაბლისა და მანანა მიქაბერიძის შემცვლელების CV-ების გადარჩევა მიმდინარეობს
25-09-2018
-
+


მაია მიმინოშვილის, თამარ სანიკიძის, გიორგი მაჩაბლისა და მანანა მიქაბერიძის შემცვლელები კონკურსის გზით შეირჩევიან,-ამის შესახებ Etaloni.ge-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს. 

უწყების ცნობით, 4 პოზიციაზე 176 განაცხადი შევიდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორისა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის შესარჩევად კონკურსის პირველი ეტაპი გუშინ დასრულდა. 

ამ დროისთვის CV-ების გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს თანამდებობიდან გადააყენა თავისი მოადგილეები ლია გიგაური და თემურ მურღულია. ასევე, მისივე გადაწყვეტილებით, თანამდებობა დატოვეს: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორმა მანანა მიქაბერიძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება