სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისში 20 წლის გოგონას მატარებელი დაეჯახა - „ახალგაზრდა ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა და მატარებლის ხმა ვერ გაიგო“
25-09-2018
-
+


თბილისში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგონას სამგზავრო მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. 

წინასწარი ინფორმაციით, მემანქანემ გოგონა იმ დროს დაინახა, როცა ის მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, მან ჩართო ხმოვანი სიგნალი და მუხრუჭიც გამოიყენა, თუმცა მატარებლის გასაჩერებლად დისტანცია არ ეყო. 

მატარებლის მგზავრების ცნობით, ახალგაზრდა ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა და მატარებლის ხმა ვერ გაიგო.  

მატარებლის მემანქანე პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება