სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„იყავი ბეჯითი და დედის გული გაახარე“- ყველაზე მზრუნველი მშობლების დარიგებები შვილებს
17-09-2018
-
+


და დაირეკა პირველი ზარიც... ჯერ სკოლის ეზო, მერე კი კლასი ბავშვების ჟრიამულმა აამღერა.

ახალი სასწავლო წელი ახალი შეგრძნებებითა და დარიგებით იწყება, მშობლის შეგონებით, რომ მეგობრული, ყურადღებიანი და ბეჯითი უნდა იყო... 

სკოლის პირველ დღეს გამორჩეულად Izrune.ge-ს პატარები და მათი მშობები იხსენებენ. ერთად გავიგოთ რა დარიგებებით გააცილეს ყველაზე მზრუნველმა მშობლებმა ყველაზე ბეჯითი შვილები სკოლისაკენ მიმავალ გზაზე...  

ნიკოლოზ ფერაძე პირველი პირველკლასელია, რომელიც ახალ სასწავლო წელს Izrune.ge- ზე დარეგისტრირდა და სავარჯიშო თუ შემაჯეამებელი ტესტების გავლას დედასთან ერთად მოუთმენლად ელის. ნათია ნარიმანიძე ყვება, რომ ინოვაციურმა საგანმანათლებლო პორტალმა ნიკას სკოლაში წასვლა მეტად მოანდომა. თბილისის N20 საჯარო სკოლაში პირველი დღე მისთვის დაუვიწყარი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა, თანაც სულ ახსოვდა დედის დარიგება - არავის ეჩხუბო და იყავი მეგობრული, უსმინე მასწავლებელს და არ იზარმაცოო.

კუხის საჯარო სკოლის მეორეკლასელი მარიამ დარსაველიძე დედასთან ერთად Izrune.ge-ს გამორჩეული წევრია. ნინო ჯელაძე ამბობს, რომ მარიამი ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალში ჩართვის შემდეგ მეტი მონდომებითა და ინტერესით ეკიდება სწავლას და საკუთარი შედეგების გაუმჯობესებას ყოველდღიურად ცხილობს. დედას მოსწონს პატარას შემართება და სულ ამას არიგებს, კარგად ისწავლე, იყავი თავდაჯერებული და წინსვლისკენ ორიენტირებულიო.

„იყავი ბეჯითი და დედის გული გაახარე“- ამ სიტყვებით გააცილა ნონა ინასარიძემ ლუკა სუხიშვილი თბილისის N141 საჯარო სკოლისკენ მიმავალ გზაზე.  მეორეკლასელმა ბიჭუნამ, დედასთან ერთად, Izrune.ge-ს ტესტები არაერთხელ გაიარა, თანაც წარმატებით, ახლა კი, იცის, რომ ოქროს დიპლომების მოსაპოვებლად კარგად სწავლა უნდა გააგრძელოს.

ბარბარე მესხი მეორე წელია, რაც თბილისის N133 საჯარო სკოლაში დადის და Izrune.ge-ს ინდივიდუალურ და სახალისო ტესტებს დედასთან, ნატალია ხოკერაშვილთან ერთად მოუთმენლად ელოდება. დედას გოგონას სიბეჯითე ახარეს და სკოლაში წასვლის წინ სულ ამას არიგებს: „წარმატებისთვის განათლება და ბევრი შრომაა აუცილებელი, ყურადღებით მოუსმინე მასწავლებელს და ეცადე, ისწავლო რაც შეიძლება მეტი...“

Izrune.ge ბედნიერია მზრუნველი გარემოს შექმნითა და მისი პატარების წარმატებით. ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი ნაყოფიერ სასწავლო წელსა და ოქროს დიპლომების ცვენას უსურვებს მოსწავლეებს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება