სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სვანეთს ექსკურსიით ესტუმრნენ
17-09-2018
-
+


ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სამშენებლო კომპანიამ AWARD-მა (დირექტორი ნიკოლოზ ჭკადუა) ოცნება აუხდინა და სვანეთში ექსკურსია მოუწყო. აღნიშნული პროექტ „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელია კონსულტანტ-მასწავლებელი ლალი მარგიანი.  

ექსკურსიის მიზანი და მსვლელობა მთლიანად ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს შეესაბამებოდა.

ექსკურსანტები სოფელ ლახამულას ესტუმრნენ, სადაც ხიდის წმ. გიორგის ეკლესია მოილოცეს (გზად პრომეთეს მღვიმეც მოინახულეს). 

მოსწავლეები სოფლის ახალგაზრდებს შეხვდნენ და ფეხბურთში მეგობრული მატჩი გამართეს. მათ აგრეთვე ლახამულის სკოლის დირექტორის, ნაზი საბანიძის ოჯახში ქართული პოეზიის საღამო ექსპრომტად მოაწყვეს. 

შემდეგ, მესტიაში სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც მუზეუმის სახურავიდან პირდაპირი ჩართვაც ჰქონდათ. ასევე, ზურულდის მთაზე საბაგიროთი ავიდნენ და  მესტიას გადმოხედეს.

მესტიელმა ბავშვებმა მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსის ელენე განაიას ხელმძღვანელობით სომეხ მოსწავლეებს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. ახალგაზრდულ კლუბ „ბეთქილში“ მასპინძლები სომეხი ბავშვების წაკითხულ ლექსებს და  სიმღერებს აღტაცებულები უსმენდნენ. საღამო ალაფურშეტით და დისკოთეკით დასრულდა.

მეორე დილით ლატალში მაცხოვრის ეკლესიის ეზოში ახალგაზრდა ლოტბარმა გოდერძი აფციაურმა მათ ლატალელი გოგონების მიერ შესრულებული უძველესი სვანური საგალობლები მოასმენინა.

შემდეგ, ექსკურსანტები ზუგდიდის გიმნაზიას ესტუმრნენ და ერთობლივი სამომავლო გეგმები დასახეს.

ექსკურსიაში მონაწილეობდა: საზაფხულო სკოლის 15 მოსწავლე, სკოლის დირექტორი რიმა გარიბიანი, ისტორიის მასწავლებელი ლევონ გარიბიანი, ქართული ენის მასწავლებელი ნარინე ასატრიანი, მშობლიური ენის მასწავლებელი მანუკ მანუკიანი და ხელოვნების მასწავლებელი ანუშ ასატრიანი. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებთან  ერთად ექსკურსიაში მონაწილეობდა გიორგი კილაძე, რომელიც მოსწავლეებს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტების შესახებ ერთგვარ მინი ლექციებს  უტარებდა, რაც არაქართველი ბავშვებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. 

აქვე გადაწყდა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა 300 სიტყვიან ქართულ-სომხურ ლექსიკონს გააკეთებს, რომლის შექმნაში მონაწილეობას მოსწავლეები მიიღებენ. პირველი 20 სიტყვა უკვე მიწოდებულია!

სკოლის დირექციის ცნობით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.


იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

საბავშვო ბაღებს დამატებითი უფლებამოსილება განესაზღვრათ - დეტალები

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება