სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

10 წლის სოფო აფხაზავამ და 7 წლის საბა გოგიამ „ევრაზიის ვარსკვლავი-2018“-ის თასის გათამაშებაზე ოქროს მედლები მოიპოვეს
15-09-2018
-
+


ორმა ფოთელმა სპორტსმენმა 10 წლის სოფო აფხაზავამ და 7 წლის საბა გოგიამ, რომლებიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე „ევრაზიის ვარსკვლავი-2018“-ის თასის გათამაშებაზე საქართველოს უ შუს ეროვნული ნაკრების სახელით გამოდიოდნენ, ოქროს მედლები მოიპოვეს.

როგორც ჩემპიონების პირადმა მწვრთნელმა, ვასო დუნდუამ განაცხადა, ბავშვები მთელი ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდნენ.

„სოფიკო აფხაზავამ ორ საჩვენებელ გამოსვლაში, ტაოლუში და მოკლე იარაღით გამოსვლაში ორი ოქროს მედალი მიიღო, ასევე წარმატებულია ჩვენი პატარა დებიუტანტი საბა , ყველაზე პატარა მონაწილე ნაკრებში, რომელმაც ტაო-რუში პირველი ადგილი დაიკავა და მოკლე იარაღში მეორე ადგილს დასჯერდა.ბავშვები მთელი ზაფხული ემზადებოდნენ, შემდეგ მიწვეული ვიყავით თბილისში, სადაც უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი გიორგი ვერულიძე, უშუალოდ ავარჯიშებდა ნაკრებს. შედეგმაც არ დააყოვნა, ბავშვები ბრწყინვალედ გამოვიდნენ“-აღნიშნა ვასო დუნდუამ.

მედალოსნები ამჯერად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 8-9 დეკემბერს თბილისში გაიმართება. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება