სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პატრიარქი: განათლება ძვირფასია იმ შემთხვევაში, როდესაც ის მორწმუნე ადამიანის გონებაშია
14-09-2018
-
+


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას სასულიერო აკადემიის და სემინარიის სტუდენტები დალოცა:

„შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვანიჭოს მოთმინება, თავმდაბლობა, მორჩილება, ნიჭი სწავლისა და სიყვარულისა. მე მახსენდება ჩემი სტუდენტობის წლები. ერთმა პროფესორმა გვითხრა, რომ სასულიერო სასწავლებელი არ აძლევს ცოდნას, აძლევს გასაღებს იმ დარბაზისა, სადაც ადამიანმა უნდა შეიძინოს ცოდნა. უნდა შეინახო ეს გასაღები კარგად და გააღო ცოდნის და განათლების დარბაზი. შენ უნდა იფიქრო შენს მომავალზე. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მოგვანიჭოს უფალმა სიბრძნე. სიბრძნის საწყისი არის ღვთის შიში. შიში ღვთისა არის საწყისი წინსვლისა. სასულიერო სასწავლებელი არის ძვირფასი იმით, რომ სემინარია და აკადემია აძლევს ფართო განათლებას. ჩემთან სწავლობდა საშუალო სკოლაში ნიჭიერი ახალგაზრდები. ერთმა მათგანმა დაამთავრდა ოქროს მედლით. მაშინ პირველი წელი იყო როდესაც ოქროს მედლით აჯილდოვებდნენ, მაგრამ ის გამოვიდა ძალიან ვიწრო განათლებით ექიმი. სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ მოგცეთ დიდი განათლება, ცოდნა. განათლება ძვირფასია იმ შემთხვევაში, როდესაც ის არის მორწმუნე ადამიანის გონებაში. მორწმუნე ადამიანმა შეიძლება ბევრი რამ გააკეთოს. ურწმუნო ადამიანის გონებაში კი საშიშია განათლება. ამიტომ მივმართავ ჩვენს სტუდენტებს და ახალგაზრდობას, რომ უპირველეს ყოვლისა, იფიქრეთ სულიერებაზე. იფიქრეთ სარწმუნოებასა და თავმდაბლობაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობარს-თუ ვინ გყავს. მე მახსენდება ჩემი მეგობრები აკადემიის და სემინარიის. ზოგიერთი მათგანი იყო ფილოსოფიური განათლებით და მათ იმოქმედეს ჩემზეც, სტუდენტებზეც. ჩვენ რომ ვამთავრებდით ლექციებს, მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ვეძებდით ფილოსოფიურ წიგნებს. ღმერთმა მოგცეთ საღი გონება, მხიარულება, თავმდაბლობა და მორჩილება. არის შემთხვევები, როცა სტუდენტი ამპარტავნდება და იწყებს კრიტიკას მასწავლებლებისა და უფროსებისა. ეს დაღუპვის გზა არის. ამას ერიდეთ. ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება