სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრემიერი: 2022 წლისთვის საჯარო სკოლების მასწავლებლების ხელფასი სამჯერ უნდა გაიზარდოს
14-09-2018
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2022 წლისთვის საჯარო სკოლების მასწავლებლების ხელფასი სამჯერ უნდა გაიზრდოს. 

ამის შესახებ მან იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარადგენისას განაცხადა.  

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2018-2019 წელს კი, გაზრდილ ხელფასს 10 ათასამდე პედაგოგი მიიღებს.

„ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციაა ამ დიდი პროექტების განსახორციელებლად. განათლების რეფორმაში იქნება ხუთი მიმართულება: ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი და მეცნიერება. სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან სწორედ განათლება ადრეული ასაკიდან აისახება შემდეგ საფეხურებზე. რეფორმირებული სკოლა იქნება ორიენტირებული მოსწავლის პიროვნულ განვითარებზე.   

2019 წელს დავიწყებთ 50 სკოლით და ეტაპობრივად მოვახდენთ ჩვენს სკოლებში ახალი მოდელის დანერგვას, 2023 წლისთვის 2000 - ზე მეტ სკოლაში იქნება დანერგილი ახალი მოდელი. ყველა სკოლა საქართველოში უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის. გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. პირველ ეტაპზე 2018-2019 წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000 - მდე მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის, საჯარო სკოლებში ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზრდოს სამჯერ.
 
ძლიერ თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო. ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს  ლიდერი, რომელიც სკოლას მართვის ახალი მოდელით იხელმძღვანელებს“,– აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება