სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა სიურპრიზები დახვდებათ 17 სექტემბერს პირველკლასელებს
13-09-2018
-
+


რამდენიმე დღეში ყველა საჯარო სკოლაში ზარი აწკრიალდება, რაც მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ამცნობს. 

წელს, სკოლაში მისულ პირველკლასელებს ბევრი სიახლე დახვდებათ, რომელთა შორისაც განახლებული სახელმძღვანელოებია შემცირებული წონით. უცხო ენის შესწავლასაც ისინი მხოლოდ მეორე სემესტრიდან დაიწყებენ და ფიზკულტურის გაკვეთილსაც უფრო მეტ დროს დაუთმობენ.

საკითხის შესახებ დეტალურად Etaloni.ge-სთან სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან ჩოქურმა ისაუბრა:  

„როგორც ჩემთვის ცნობილია, პირველკლასელებისთვის ბუკებზე დასაკრობი სტიკერებიც მზადდება. ასევე, ახალი სახელმძღვანელოები, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით. 

პირადად ჩვენ სკოლაში ბავშვებს პერანგებზე დასამაგრებელ ემბლემებს დავურიგებთ. ბუკებზე ჩატვირთულია თითოეული საგნის პროგრამა, რასაც ბავშვები პირველ კლასში გადიან. აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოთა წონა შემცირდა და თითოეული მათგანი 200 გრამს არ აღემატება. 

პირველკლასელები უცხო ენას მეორე სემესტრიდან ისწავლიან. ეს ძალიან კარგი სიახლეა. მომწონს ის სიახლეც, რომ მე-5 კლასის პირველ სემესტრშიც მოსწავლეების შეფასება მხოლოდ განმავითარებელი იქნება, ანუ ქულებით არ შეფასდებიან, რათა ადაპტაცია გაიარონ. 

პირველი კლასიდან მე-4 კლასის ჩათვლით განმავითარებელი შეფასება, ანუ კომენტარები და რეკომენდაციები გამოიყენება. და ბოლოს, ფიზკულტურის გაკვეთილს საათები დაემატა - თუ ადრე კვირაში 2 საათი იყო, ახლა უკვე 3 საათი იქნება“-განაცხადა ქეთევან ჩოქურმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება