სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრი მაია მიმინოშვილს ემშვიდობება
13-09-2018
-
+


გამოცდების ეროვნული ცენტრი მაია მიმინოშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის და ემშვიდობება.  აღნიშნულის შესახებ განცხადება NAEC-ის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჰეშთეგით - #გმადლობთმაია:

„#გმადლობთმაია - მადლიერების გამოხატვა მრავალი ფორმითაა შესაძლებელი, ზოგჯერ - უსიტყვოდ. თუმცა ყველაზე მეტყველ დუმილსაც კი ხანდახან ფრაზებად ქცევა შეიძლება დასჭირდეს და ზოგჯერ - საქვეყნოდ. 

ბედნიერებაა შენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ საქმეს ემსახურებოდე. დიდ წარმატებას პროფესიონალთა გუნდი აღწევს, ასეთ გუნდს კი მხოლოდ განსაკუთრებული ლიდერი ქმნის... 

გვესმის, რომ საუკეთესო შემფასებელი ისევ დროა... მაგრამ გვინდა კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადოთ საჯაროდ - დიდ გამოწვევებს მხოლოდ გამორჩეული პიროვნებები უმკლავდებიან! 

მაია, გვიყვარხარ და მადლობას გიხდით იმის გამო, რომ შესაძლებლობა მოგვეცი, წლების განმავლობაში შენთან ერთად გვეკეთებინა ჩვენთვის საინტერესო და ძვირფასი, ხოლო ქვეყნისათვის აუცილებელი საქმე სრულიად განსაკუთრებულ გარემოში, სადაც თითოეული ჩვენგანი თავს ბედნიერ, საჭირო, ღირსეულ და ამაყ ადამიანად გრძნობდა.“-ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსნებთ, რომ განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, თანამდებობებიდან მინისტრის მოადგილეები და განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების ხელმძღვანელები გათავისუფლდნენ. 

თანამდებობები დატოვეს: გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა,  ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გია მაჩაბელმა, ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორმა მანანა მიქაბერიძემ.

პოსტი ასევე დატოვეს მინისტრის მოადგილეებმა ლია გიგაურმა და თემურ მურღულიამ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება