სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ოჯახური პრობლემები ჰქონდა“ - გორში 14 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
13-09-2018
-
+


გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, 14 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, მოზარდი ფეხსაცმლის თასმით არის დამხრჩვალი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც Etaloni.ge-სთვის გახდა ცნობილი, გოგონა გორის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მისი დირექტორი, გია ბერძენიშვილი Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მოზარდს პრობლემები სკოლაში არა, თუმცა ოჯახში ჰქონდა: 

„ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. იანვრის ბოლოს გადმოვიდა, მეორე სემესტრის დასაწყისში. სულ 3-4 თვე სწავლობდა ჩვენთან. გადმოცემის მიხედვით, რამდენადაც ახლა ირკვევა, ოჯახური პრობლემები ჰქონდა და ოჯახში და უბანში ცოტა რთული იყო. სკოლაში არაფერი ემჩნეოდა - ბავშვებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. მასწავლებლებიც იმავეს ამბობენ. რაიმე კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არც ის ვიცით, დედმამიშვილები ჰყავს თუ არა. ამ ეტაპზე ვერსიები არ არსებობს, რა შეიძლება გამხდარიყო ამ უბედურების მიზეზი. „-განაცხადა სკოლის დირექტორმა. 

გავრცელებული ცნობით, გოგონას ცხედარი პირველად დედამ აღმოაჩინა. მას ყელზე ერთმანეთზე გადაბმული რამდენიმე ზონარი ჰქონდა მოჭერილი. ამავდროულად, დაუზუსტებელი ინფორმაციით, გოგონა იმ ოთახში არ უპოვიათ, სადაც დაიღუპა. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება