სიახლეები


მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თაგვი 90 წლის გახდა
12-09-2018
-
+


შესაძლოა ცოტათი დაუჯერებელია, მაგრამ ყველასთვის საყვარელი და ფავორიტი პერსონაჟი - მიკი მაუსი 90 წლის გახდა. 

Disney-ს ყველაზე გამორჩეული თაგუნია 1928 წელს შეიქმნა. მიკი პირველად „შეშლილ თვითმფრინავში“ გამოჩნდა, შემდეგ მოკლემეტრაჟიან ფილმში „Steamboat Willie“, რომელიც ერთ-ერთი პირველი ხმოვანი ანიმაციური ფილმია. 

მიკი მაუსი ძირითადად მოკლემეტრაჟიანი ფილმების პერსონაჟია. მისი მონაწილეობით ათი ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე, აქედან ერთ-ერთი, „Lend a Paw“, გახდა 1942 წლის ცერემონიის გამარჯვებული. 1978 წელს მიკი იქცა პირველ ანიმაციურ პერსონაჟად, რომელსაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

1930 წლიდან მიკი კომიქსების პერსონაჟადაც იქცა. მისი ისტორიები 45 წლის განმავლობაში იბეჭდებოდა. მიკი მაუსი აგრეთვე სხვა კომიქსების პერსონაჟიც იყო, ისევე, როგორც სატელევიზიო გადაცემებისა და სერიალების, რომელთა შორის აღსანიშნავია „მიკი მაუსის კლუბი“, რომელიც ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში.  

წელს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თაგვი 90 წლის გახდა. რა თქმა უნდა, საუკუნოვანი აღნიშვნა უფრო სენსაციური იქნება, თუმცა არც 90 წლის იუბილე დარჩენილა მსოფლიოს ყურადღების მიღმა. სხვადასხვა კომპანიამ მიკი მაუსის ბრენდირებული მაისურები, ქუდები, კედები გამოუშვა, თავად Disney-მ კი თავის საყვარელ თაგუნიას - „Mickey: The True Original Exhibition“ („მიკი, ჭეშმარიტი ორიგინალური გამოფენა“) მიუძღვნა. 



გამოფენა 2018 წლის 8 ნოემბერს, ნიუ-იორკში გაიხსნება და 2019 წლის 10 თებერვლამდე გაგრძელდება. 

გამოფენაზე ყურადღება იქნება გამახვილებული მიკი მაუსის გავლენაზე მსოფლიო პოპ-კულტურაზე, ნაჩვენები იქნება 1928 წლიდან დღემდე გადაღებული ანიმაციური ფილმები და ვიდეოები. 

გამოფენის დასათვალიერებლად პარკში სტუმრობა შაბათ-კვირას შეიძლება. ბილეთები სტუმრებმა ონლაინ უნდა იყიდონ და მათი ფასი მხოლოდ 38 დოლარია. 

გარდა ნიუ-იორკისა, მიკი მაუსი ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოში და სან-ფრანცისკოშიც იმოგზაურებს. 



გამოფენის ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ ამაზე უკეთესი დღესასწაული მიკის საუკუნოვან იუბილეზე თუ ექნება. 

Happy Birthday Mickay Mouse! 

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

სპეცმასწავლებელებისა და დაწყებითი საფეხურის ტესტირების შედეგები გამოქვეყნდა - NAEC

განაცხადების მიღება დაიწყო - სამინისტრო საგრანტო კონკურსს აცხადებს

ცნობილია, რამდენ პედაგოგს დააფინანსებს სახელმწიფო - 60-კრედიტიან პროგრამაზე საგრანტო ადგილების რაოდენობა დამტკიცდა

მასწავლებელთა 7 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - დეტალები

„მოსწავლეს უფლება აქვს, უარი თქვას სასკოლო ფორმის ტარებაზე“ - საკითხს ზოგადი განათლების შესახებ კანონი არეგულირებს

პიროვნება
დირექტორი სკოლაში უზრუნველყოფს მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ, კეთილგანწყობილ, უსაფრთხო და ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს
 
დირექტორი განსაკუთრებით ხაზს უსვამს პედაგოგების უწყვეტ განვითარებას
 
სკოლები

სწავლება მოიცავს ინტერაქტიულ აქტივობებს და პრაქტიკულ დავალებებს

საინტერესო

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება

 

შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის  - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან

სიახლეები
საზოგადოება