სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩვენი სკოლა ერთ-ერთი სანიმუშოა თანამშრომლობითი კულტურით“- ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა ძნელაძე
11-08-2025
-
+


აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში, დირექტორის - ციალა ძნელაძის ხელმძღვანელობით, შექმნილია თანამშრომოლობითი კულტურა, სადაც მაღალი პროფესიული ცოდნა და გამოცდილების გაზიარება ხარისხიანი განათლების საფუძველია. 

დირექტორი კადრებს მკაცრი კრიტერიუმებით არჩევს პრიორიტეტია ცოდნა, პროფესიონალიზმი, ბავშვებთან და მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია და კლასის მართვის უნარი. მეგობრულ დამოკიდებულებაზე დაფუძნებული გარემო კი ახლგაზრდა მასწავლებლებს ადაპტაციას უადვილებს. 

როგორც სკოლის ხელმძღვანელი გვეუბნება, სკოლა დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პედაგოგებით, რომელთაც გამოცდილები პრაქტიკას გულღიად უზიარებენ. 

დირექტორი განსაკუთრებით ხაზს უსვამს პედაგოგების უწყვეტ განვითარებას. ის მასწავლებლებისთვის ფასიან ტრენიგებსაც უზრუნველყოფს. ასეთი მიდგომები სწავლების ხარისხზე აისახება. წელს სკოლა 5-მა კურსდამთარებულმა დაამთავრა და ხუთივემ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები. 

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა ძნელაძე პასუხობს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის? როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის? 

- ტრადიციულად, ყოველ წელს პირველი კლასის ხელმძღვანელი ბავშვებს საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახებს ახვედრებს. ბავშვები საჩუქრდებიან წიგნებით, რვეულებით, ტკბილეულით. რაც შეეხება ახალ სასწავლო წელს ცოტა პრობლემურია ინფრასტრუქტურის საკითხი. დიდთოვლობა იყო ზემო ნოღასთან არის შერწყმული ჩვენი სკოლა, გორაზეა აშენებული, დიდთოვლობამ საპირფარეშო დაგვინგრია, უკვე გავაგზავნეთ წერილი სამინისტროსთან დაფინანსებაზე - ექსპერტიზა ჩაუტარდა, მდგომარეობა შეფასდა. სამწუხაროდ დოკუმენტების მომზადება ძალიან გაჭიანურდა. 

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- ჩემი სკოლა დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პედაგოგებით. მრავალწლიანი სტაჟით მხოლოდ სამნი ვართ დარჩენილი. სკოლაში ჩამოყალიბებულია ურთიერთანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო. კოლექტივში ძალიან მეგობრული დამოკიდებულებაა. შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენი სკოლა ერთ-ერთი სანიმუშოა ურთიერთანამშრომლობით, გამოცდილების გაზიარებით, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით. ახალ მასწავლებლებს სკოლაში ყოველვის სიხარულით, გულღიად, ყვავილებით ვხვდებით, ვცდილობთ მხარში დავდგეთ, გავიზიაროთ გამოცდილება, რომ ადვილად ინტეგრირდეს კოლექტივში. 

- რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას? რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში? 

- ახალი კარდის შერჩევას ძალიან მკაცრად ვუდგები. უპირატესობას ვანიჭებ განათლებას. ცოდნა უნდა ჰქონდეს უმაღლეს დონეზე. ვეკითხები ბავშვებთან, მშობლებთან ურთიერთობაზე. კარგი მასწავლებელი ცოდნით აღჭურვილი უნდა იყოს და შეეძლოს კლასის მართვა. ამას თავისთავად მოჰყვება მეგობრული დამოკიდებულება, თანამშრომლობითი დამოკიდებულება, კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ. 

- როგორ ეხმარებით დამწყებ პედაგოგებს პროფესიულად განვითარებაში?

- ფასიან ტრენინგებზეც ვუშვებ ჩემს პედაგოგებს, რათა აიმაღლონ კვალიფიკაცია. გაკვეთილებზე ურთიერთდასწრებაც მნიშვნელოვანია. აუცილებელია არ შეუშინდნენ გამოწვევებსა და ინოვაციებს და არასდროს შეწყვიტონ განვითარება და ამ გზით კი საუკეთესო შედეგი მიიღწევა. 

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მე ჩემივე სკოლაში დავიწყე მუშაობა, კარიერის პირველი ნაბიჯებისას​, სასწავლო ნაწილი მესწრებოდა ყოველ მესამე გაკვეთილზე და მისი შენიშვნებით ჩამოვყალიბდი ნორმალურ პედაგოგად. ამგვარად, ერთმანეთის დახმარება და ცოდნის გაზიარება სწავლებაში აუცილებელია.

- როგორ იქმნება ურთიერთნდობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის?

- ბავშვი უნდა გიყვარდეს, შენს თანასწორად თვლიდე, შეგეძლოს მასთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ, როგორც ყველაფერში აქაც ზომიერება მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მასწავლებელი ავტორიტეტს უნდა გაუფრთხილდეს. 

- როგორ აღიქვამთ ტექნოლოგიების როლს სწავლა-სწავლების პროცესში?

- ყველა ოთახში უნდა იყოს მოსწავლესთან კომპიუტერი. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თვითონ მოძებნოს გარკვეული ინფორმაცია. ზოგჯერ ჩვენთან სოფელში ტელეფონიც არ იჭერს, რომ მიზანმიმართულად გამოვიყენოთ სკოლაში. ყველა კლასში რომ იყოს და შეგვეძლოს ინტერნეტის გამოყენება, აუცილებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან არაა ხელმისაწვდომი. აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს, ახლა ტექნოლოგიების ხანაა, ამიტომ არ შეიძლება მის გარეშე. 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება