| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლო პერიოდში გააქტიურდა სასკოლო ფორმის დაწესება-არდაწესების საკითხი. გარკვეული სკოლები უკვე საჯაროდ აანონსებენ, ახალი სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ერთგვარი „დრესკოდის“ შემოღებას. თუმცა საინტერესოა, რისი უფლება აქვს სკოლას ამ მიმართულებით?
საკითხს ზოგადი განათლების შესახებ არეგულირებს, სადაც ვკითხულობთ, რომ სკოლას აქვს უფლება, დააწესოს უნიფორმა, არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მასწავლებლებისთვისაც, თუმცა მათ თავის მხრივ, აქვთ უფლება, დასაბუთების საფუძველზე უარი განაცხადონ მის ტარებაზე.
გარდა ამისა, კანონით გათვალისწინებულია, რომ თუ მოსწავლეს არ აქვს უნიფორმის შეძენისთვის საჭირო ფინანსური რესურსი, იგი სკოლამ უნდა უზრუნველყოს:
„სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.
სასკოლო ფორმის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით“, - ნათქვამია ზოგადი განათლების შესახებ კანონში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად