TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

რატომ გამოიწვია გაუგებრობა „მე და საზოგადოებამ“ და რას ისწავლიან ბავშვები ამ საგნით
12-09-2018
-
+


სასკოლო საგანმა „მე და საზოგადოება“, რომელთან დაკავშირებითაც მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მხრიდან სხვადასხვა მოსაზრება გამოითქმებოდა, გრიფირება გაიარა. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საგნის სწავლება წელს III და IV კლასებში იწყება. 

ახალი საგნის შესახებ ინფორმაცია პირველად 2012 წელს გავრცელდა და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო საზოგადოების ნაწილის მიერ ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოსალოდნელი ცვლილების მიმართ პროტესტი. ჯერ კიდევ იდეის დონეზე არსებული „მე და საზოგადოების“ მოწინააღმდეგენი აცხადებდნენ, რომ საგანი კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ ტრადიციებს უპირისპირდებოდა. 

2015 წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრის სახელზე, კანცელარიის შენობაში, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, თბილისის საკრებულოს წევრმა, სოსო მანჯავიძემ და დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორმა, ზვიად ტომარაძემ მიმართვა დატოვეს, რომელშიც „მე და საზოგადოების“ სკოლებში შეტანას აპროტესტებდნენ: 

„ახალი საგნის („მე და საზოგადოება“) სწავლების დაწყება დაგეგმილია მე-3, მე-4 კლასიდან და წარმოადგენს ე.წ. ახალი აზროვნების ნიმუშს, რომელიც მთელ მსოფლიოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტულობის ნიღბის ქვეშ უპირისპირდება კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ ტრადიციებს.“-აღნიშნავდნენ მიმართვაში. 

საგანთან დაკავშირებულ დისკუსიაში საპატრიარქოც ჩაერთო და განათლების სამინისტროს მოუწოდა, აღნიშნულ თემაზე კითხვის ნიშნები არ დარჩენილიყო. უწყებამ სინოდის პოზიცია გაითვალისწინა და „მე და საზოგადოების“ განხილვებში სასულიერო პირებიც ჩართო. ამ პროცესებიდან 3 წლის შემდეგ კი საგანი საჯარო სკოლებში დაინერგა.  

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე Etaloni.ge-სთან აცხადებს, რომ საგანთან დაკავშირებული შენიშვნები სამინისტრომ გაითვალისწინა და ამ ეტაპზე სახელმძღვანელოს შინაარსი კითხვებს აღარ იწვევს:


„ადრინდელ ტექსტში გახლდათ ასეთი ფრაზა - „რისი უნდა გვწამდეს და გვჯეროდეს“, რის შემდეგაც საუბარი იყო „სპაიდერმენსა“ თუ „სანტა კლაუსზე“. უხეშად რომ ვთქვათ, ბევრი სისულელით იყო სავსე. როცა ჩვენ აჟიოტაჟი ავტეხეთ, ამ საქმეში საპატრიაქრო ჩაერთო და ტექსტი მთლიანად გასწორდა. იმის შემდეგ შენიშვნები საგნის სტანდარტთან არ გვქონია, თუმცა მაინც გაუგებარია რა საჭიროა ამ საგნის  სკოლაში შეტანა და საათების დათმობა, რომლის შინაარსიც მოიცავს იმას, თუ როგორ უნდა გაიხეხოს კბილები ბავშვმა, ან როგორ უნდა გადავიდეს ქუჩაზე სწორად. ამას ხომ ოჯახშიც ასწავლიან“.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, საგანი „მე და საზოგადოება“ მიზნად ისახავს მოსწავლეს საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება ჩამოუყალიბოს, ასევე, დაეხმაროს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში და ხელი შეუწყოს სოციალიზაციასა და თვითგამოხატვის უნარის განვითარებაში. მის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ თემებს როგორიცაა: „ჩემი ოჯახი“, „სკოლა, მეგობრები და თანატოლები“, „გარემო, რომელშიც ვცხოვრობ“ (III კლასი); „მედია და ინფორმაცია“, „სად და როგორც ვიღებ განათლებას“, „მე და ჩემი ქვეყანა“ (IV კლასი).

მაინც რატომ იწვევდა საზოგადოების ნაწილში გაუგებრობას „მე და საზოგადოება“ და რას მოიცავს ეს საგანი?-თემაზე Etaloni.ge-ს განათლების სისტემის წარმომადგენლები ესაუბრნენ. 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელი დირექტორის, მაკა ბიბილეიშვილის განმარტებით, საგნის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ინფორმაციის არასწორად გავრცელების შედეგი გახლდათ:

„გაუგებრობა და სხვადასხვა მოსაზრება ამ საგანმა თავის დროზე იმიტომ გამოიწვია, რომ საზოგადოების ნაწილს ეგონა, ეს უკვე შედგენილი სახელმძღვანელო იყო, რომელიც მზა სახით შევიდოდა სკოლებში. ამავდროულად, არ იცოდნენ, თუ რას ისწავლიდნენ მოსწავლეები. ბუნებრივია, სახელმძღვანელო განხილვებისა და კონსესუსის გარეშე არ შეიქმნებოდა. სწორედ ამ პროცესების გავლის და ყველა სტანდარტის დაცვის შემდეგ „მე და საზოგადოებას“ გრიფირება მიენიჭა. ამ სახელმძღვანელოში არაფერია ისეთი, რასაც შეიძლება აჟიოტაჟი გამოიწვია“. 

აღნიშნული საგნის სკოლებში გამოჩენამდე, პედაგოგებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს, სადაც როგორც სახელმძღვანელოს შინაარსს, ასევე მოსწავლეებამდე მისი სწორად მიტანის სპეციფიკას გაეცნენ.

“ძალიან კარგი საგანია. მოსწავლე გაიგებს სად და როგორ უნდა მოიქცეს. ამას, ბუნებრივია, ოჯახში სწავლობენ, მაგრამ მხოლოდ უკეთესია თუ დამატებით, სკოლაშიც მიიღებენ ინფორმაციას. ამ საგნის გარშემო ატეხილი ქაოსი უსაფუძვლო გახლდათ, რადგან როცა მას გავეცანი, არათუ რამე საეჭვო ინფორმაციას არ მოიცავს, არამედ აუცილებელიცაა ყველა მოსწავლემ ისწავლოს-უკეთესს მოქალაქედ როგორ ჩამოყალიბდეს“.-განუცხადა Etaloni.ge-ს წილკნის საჯარო სკოლის პედაგოგმა ბელა ლაშაურმა

„მე და საზოგადოებას“ მოსწავლეებს დაწყებითი კლასების მასწავლებელები ასწავლიან, რომლებმაც მიმდინარე წლის ზაფხულში სპეციალური ტრენინგები უკვე გაიარეს,-შესაბამისი რეკომენდაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკვე გაავრცელა. 

უწყების ცნობითვე, საგანი „მე და საზოგადოება“ მიზნად ისახავს მოსწავლეს საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება ჩამოუყალიბოს, ასევე, დაეხმაროს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში და ხელი შეუწყოს სოციალიზაციასა და თვითგამოხატვის უნარის განვითარებაში.

„საგანი მოიცავს საზოგადოებაში პიროვნების ინტეგრაციას და განკუთვნილია უმცროსკლასელებისთვის, რომლებიც ჩამოყალიბების პროცესში არიან. ყველა საკითხი, რომელიც სახელმძღვანელოში შედის, პიროვნების მიერ საზოგადოების წევრობის პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გააზრებას ემსახურება. სხვადასხვა რაკურსშია დანახული ადამიანის როლი საზოგადოებაში“-აკონკრეტებს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის  აღმასრულებელი დირექტორი მაკა ბიბილეიშვილი Etaloni.ge-სთან, რომლის თქმითვე, „სახელმძღვანელოს მთავარი მიზანი საზოგადოება და მისი ცენტრი- ადამიანია“.

კომენტარები


ეტალონი

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები

ინგრევა თუ არა თბილისის N22 საჯარო სკოლა - მშობლები საფრთხეზე საუბრობენ - გთავაზობთ დირექტორის განმარტებებს 

მასწავლებლები საგამოცდოდ ამ კრებულებით უნდა მოემზადონ - საგნები და პროგრამები

სკოლის დირექტორის ქცევის წესები და პროფესიული კომპეტენტურობა

მწვრთნელის სტატუსი მასწავლებლისას გაუთანაბრდება - დეტალები

სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება განახლდა - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

პრეზენტაციას ესწრებოდნენ დირექტორი, ბიბლიოთეკის თანამშრომლები, მასწავლებელი და მოსწავლეები

პანაშვიდის შემდეგ ბორითის კულტურის ცენტრში გაიმართა საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

საინტერესო

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება