სიახლეები
სიახლეები

თამარ სანიკიძე გათავისუფლების შემდეგ კოლეგებს მიმართავს - „მერე რა, რომ ბევრს ვჩხუბობდით“
11-09-2018
-
+


გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, თანამდებობებიდან მინისტრის მოადგილეები და განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების ხელმძღვანელები გათავისუფლდნენ. 

თანამდებობები დატოვეს: გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გია მაჩაბელმა, ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორმა მანანა მიქაბერიძემ.

პოსტი ასევე დატოვეს მინისტრის მოადგილეებმა ლია გიგაურმა და თემურ მურღულიამ.

დღეს, სოციალურ ქსელში თამარ სანიკიძემ ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა და კოლეგებს დაემშვიდობა:

„მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს და თანამშრომლებს, რადგან ყველასთან პერსონალურად დამშვიდობება ვერ მოვახერხე. 2016 წლიდან მოყოლებული, რომ არა თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება და სურვილი, რომ რეალური გარდატეხა მომხდარიყო იმ სისტემაში, რომელსაც ჩვენ ყველანი ვემსახურებით, შეუძლებელი იქნებოდა იმ პროცესების განხორციელება და იმ შედეგების მიღწევა, რასაც ბოლო ორი წლის მანძილზე მივაღწიეთ. 

ჩვენი ქვეყნის მიერ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის გაჯანსაღებასთან, იყო ჩვენი საქმიანობის მთავარი ორიენტირი. ბოლონიის ფარგლებში მნიშვნელოვან მარეგულირებელ დოკუმენტებთან ჩვენი ხარისხის შეფასების მექანიზმების შესაბამისობაში მოყვანა არ იყო მარტივი! განსაკუთრებით, როდესაც ამ კუთხით ევროპის წამყვანი ინსტიტუციები გაკვირდება. მიუხედავად დიდი რეზისტენციისა ჩვენ ეს მოვახერხეთ, მართლაც, დაუღალავი შრომითა და ჩვენი პარტნიორი ინსტიტუტების დახმარებით. 

ეს საქმე აუცილებლად დასრულდება ხარისხის მართვის ევროპულ ქსელში გაწევრიანებით, რომელიც ახლა გარდამტეხ ეტაპზეა. ENQA–ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ჩვენი ხარისხის შეფასების სისტემა იქნება ევროპაში აღიარებული და სანდო, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უმაღლესი განათლების ხარისხს, ხოლო საქართველოში გაცემული დიპლომები/კვალიფიკაციები იქნება ავტომატურად და უპირობოდ აღიარებული უცხოეთში. ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ მთელს რეგიონში საქართველო და ხარისხის ცენტრი იქნება პირველი, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება და საერთაშორისო მააკრედიტებლის უფლება ექნება. ეს უფლება ცენტრმა მოიპოვა სამაგალითო შეფასებებით, არა როგორც "დამწყებმა", არამედ სრულ შესაბამისობაში მყოფმა განვითარებულმა ორგანიზაციამ, რისთვისაც ურთულესი პროცესები გავიარეთ. ეს პროცესი პრაქტიკულად ბოლო ფორმალურ მხარეს გადის და შედეგი უკვე ნოემბერში ოფიციალურად გამოქვეყნდება. ჩვენი სამედიცინო სკოლებისა და მომავალი კურსდამთავრებულებისათვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ მთელი ეს პროცესები ცენტრის მიერ იმართება ხარისხის მართვის ევროპული სტანდარტით (EFQM), რაც ასევე გამონაკლისია მართვის კუთხით ჩვენს ქვეყანაში. თანამედროვე პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებაში ცენტრის როლი მართლაც წამყვანი იყო – აქ დაინერგა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა, პირველად განხორციელდა დუალური პრინციპით სწავლების პროცესი, დონორების მხარდაჭერით მოხდა ზოგადი განათლების ინტეგრაციის პილოტირება პროფესიულ სწავლებაში და მრავალი სხვა. ცენტრის მიერ მომზადებული უკანასკნელი ცვლილებები კანონში კი, საშუალებას მისცემს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას, რომ რეალურად პირველად შესთავაზოს ბენეფიციარებს უწყვეტი განათლების პრინციპზე აგებული სისტემა, ყოველგვარი საგანმანათლებლო "ჩიხების" გარეშე, ევროპულ ჩარჩოსთან თავსებადი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მეშვეობით.

თქვენი მოწოდებითა და დაუღალავი შრომით, რომლის გამოც არაერთხელ გამხდარხართ დაუმსახურებელი კრიტიკის ადრესატები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ სისტემის განვითარებასა და ასოცირების დღისწესრიგის შესრულებაში. მინდა, წარმატება გისურვოთ! თქვენთან გატარებული ყოველი დღე ჩემთვის იყო სიამოვნება! 

P.s. მერა რა, რომ ბევრს "ვჩხუბობდით"... - წერს სანიკიძე.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ხელები შორს ტექნიკური განათლების ფლაგმანისგან... მიზანი არის კონტროლი“ - თსუ-ს, სტუს-ს პროფესორები გაერთიანების გადაწყვეტიელბას ეხმაურებიან

თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება - შემცირდება თუ არა აკადემიური პერსონალი, ცვლილებებზე გივი მიქანაძე საუბრობს

NAEC გამოცდის თარიღს ასახელებს - ჩატარდება საცდელი ტესტირებაც

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო ბავშვებში ემპათიის უნარის განვითარებას და მეგობრული გარემოს შექმნას“

მოსწავლეებმა შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმატებით წარადგინეს პროექტები - „ჭკვიანი პარკინგი“ და „გრძნობების სენსორული რუკა“

მოსწავლეებმა ექიმისგან მათთვის საინტერესო კოთხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს

სკოლა ერთ-ერთი მუნიციპალური ღონისძიების ვიდეოჩანაწერს გვიზიარებს

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება