სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხდება თუ არა სავალდებულო სასკოლო ფორმები? – Etaloni.ge-ს მშობლები დაუკავშირდნენ
10-09-2018
-
+


რამდენიმე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმები დამკვიდრდება, - ამის შესახებ Etaloni.ge-ს კონკრეტული სკოლების მოსწავლეთა მშობლებმა აცნობეს. 
მათივე ინფორმაციით, სიახლე მოულოდნელად შეიტყვეს.
 
მშობლებმა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელშიც იმსჯელეს, რომელთაგან კომენტარების ნაწილს გაგაცნობთ:

„ჩვენს საჯარო სკოლაში შემოიღეს ფორმა-თეთრი ზედები და შავი, ან ლურჯი ქვედა. მშობლების უმეტესობამ გააპროტესტა. მართალია, ჩვენს დირექტორს ეს დიდად არ ანაღვლებს და არც არაფერი შეიცვლება, მაგრამ გაკვირვებული დავრჩი- სანამ შემოიღებდნენ, თითქოს უმეტესობა მიესალმებოდა და რომ შემოიღეს, შემდეგ დაიწყეს წუწუნი“.

„მაგარია. ჩემი ბიჭი მიდის წელს და ძალიან ბავშვური და ლამაზი ფორმა შევურჩიე“.

„ჩემი გოგონები საჯარო სკოლაში დადიან და უკვე აცვიათ ფორმები. ძალიან კმაყოფილი ვარ- ყველა  პრობლემა მოგვარებულია“.

„ჩვენს სკოლაში არის ფორმები და საერთოდ არ მომწონს. როცა ფაქტის წინაშე დგები, თურმე ისეთი მისაღები და კარგი არ ყოფილა, როგორსაც ელოდი. გგონიათ ეს ფორმები (კარგი ხარისხით) ნაკლები დაგიჯდებათ? თან მინიმუმ ორი წყვილი მაინც უნდა იყიდოთ“.

როგორც Etaloni.ge-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სასკოლო ფორმების შემოტანა სკოლებში სავალდებულო არ არის. 

შესაბამისად, სკოლები მშობლებთან და მოსწავლეებთან შეთანხმებით საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე აწესებენ სასკოლო ფორმებს. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება