სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვინ ასწავლის „მე და საზოგადოებას“ სკოლებში?-Etaloni.ge-ს განათლების სამინისტროდან უპასუხეს
10-09-2018
-
+


საგნის, „მე და საზოგადოების“ სწავლება წელს III და IV კლასებში იწყება,-ამის შესახებ  Etaloni.ge-ს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, საგნისთვის ერთი გრიფირებული სახელმძღვანელო შეირჩა, რომელიც  ყველა ქართულენოვან სკოლას მოიცავს. 

„მე და საზოგადოებას“ მოსწავლეებს დაწყებითი კლასების მასწავლებელები ასწავლიან, რომლებმაც მიმდინარე წლის ზაფხულში სპეციალური ტრენინგები უკვე გაიარეს.

სამინისტროს ცნობით, საგანი „მე და საზოგადოება“ მიზნად ისახავს მოსწავლეს საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება ჩამოუყალიბოს, ასევე, დაეხმაროს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში და ხელი შეუწყოს სოციალიზაციასა და თვითგამოხატვის უნარის განვითარებაში; 

საგნის მეშვეობით მოსწავლე უფრო ზუსტად გააცნობიერებს, რომ თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება სამშობლოს სიყვარული; გარემოში ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედების უნარს გამომუშავებს და საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების დაცვაზე მეტ ინფორმაციას მიიღებს. ამავდროულად,  „მე და საზოგადოების“ დანიშნულებაა მოსწავლეს განუვითაროს სხვადასხვა ტიპის კატასტროფების შემთხვევაში ადეკვატურად მოქმედების უნარი და ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბოს ეთიკა და ზნეობრივი ღირებულებები. 

როგორც Etaloni.ge-ს სამინისტროში განუმარტეს, საგანი ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებულ სწავლებას გულისხმობს. მის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ თემებს როგორიცაა: „ჩემი ოჯახი“, „სკოლა, მეგობრები და თანატოლები“, „გარემო, რომელშიც ვცხოვრობ“ (III კლასი); „მედია და ინფორმაცია“, „სად და როგორც ვიღებ განათლებას“, „მე და ჩემი ქვეყანა“ (IV კლასი). 

ცნობისთვის, დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოს-„მე და საზოგადოებას“ გრიფი მიენიჭა. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო მოიცავს მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნებსა და მოსწავლის რვეულს. სახელმძღავნელოს ავტორი ნინო ტალახაძეა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება