| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოსტი კვლავ ვაკანტურია. მის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი ჩაიშალა.
როგორც Etaloni.ge-ს განათლების სამინისტროდან აცნობეს, კონკურსის ჩაშლის მიზეზები ჯერ ცნობილი არ არის. მათივე ცნობით, რესურსცენტრს ჰყავს მოვალეობის შესრულებული და შესაბამისად, მისი მუშაობა არ ფერხდება.
ცნობისთვის, კონკურსში, რომელიც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადდა, 12 განაცხადი შევიდა.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილმა უფროსმა ბადრი ვაშაკიძემ კი თანამდებობა შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის მიმდინარე წლის მარტში დატოვა.
საქმე ეხება ერთ-ერთი მშობლის მიერ სკოლაში არსებული კორუფციული სისტემის შესახებ საჩივარს, რის შედეგადაც ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა, რის შემდეგაც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილმა უფროსმა პოსტი დატოვა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად