სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას ჩუქნიან პირველკლასელები სწავლის დაწყების დღეს მასწავლებლებს
07-09-2018
-
+


სკოლებში სწავლა უახლოეს დღეებში განახლდება. პირველკლასელთა მშობლები განსაკუთრებით ემზადებიან, რადგან მათი შვილები ახალ, უცხო და მნიშვნელოვან სამყაროში დამოუკიდებელ ნაბიჯებს გადადგამენ.
 
თუმცა მანამდე იქნება 17 სექტემბერი, სწავლის დაწყების დღე, როდესაც ბავშვები თავიანთ პირველ დამრიგებლებს გაეცნობიან. აუცილებელია თუ არა ამ დროს პედაგოგების მიმართ სიმბოლური საჩუქრის მიძღვნა და რა სახით გამოხატავენ ყურადღებას უმცროსკლასელები მასწავლებლებთან? თემაზე Etaloni.ge-ს რამდენიმე მშობელი ესაუბრა.
 
თამრიკო ჭეიშვილი: მასწავლებელთან აუცილებლად ხელდამშვენებული მივდივართ მე და ჩემი შვილი. ამაში იგულისხმება ყვავილების ლამაზი თაიგული, რომელიც დამრიგებლის მიმართ ყურადღებისა და პატივისცემის ნიშანი იქნება.
 
ნინო ნარსია: დიდხანს ვფიქრობდი, რა საჩუქრით მივსულიყავით მე და ჩემი გოგონა სკოლაში სწავლის დაწყების პირველ დღეს. ამასთან დაკავშირებით მეგობრებსაც ვკითხე რჩევა. საბოლოოდ ისევ ყვავილების თაიგულზე შევჯერდი, რადგან ყველაზე აპრობირებული აღმოჩნდა. 

ქეთევან კაპანაძე:
სკოლაში, სწავლის დაწყების პირველ დღეს ვაპირებ ბავშვს მასწავლებლისთვის ტკბილეული გავატანო. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყურადღების გამოხატვა და ამ ლამაზი დღის სიმბოლურად აღნიშვნა. 

სოფო გელაშვილი: სხვათაშორის, ამ თემაზე არ მიფიქრია და არც ვგეგმავდი ბავშვისთვის რამე გამეტანებინა მასწავლებელთან საჩუქრად. როგორც ვიცი, ჩემ გარშემო მშობლებიც, ვისაც პირველკლასელი შვილები ჰყავთ, სწავლის დაწყების დღეს სკოლაში არაფრის მიტანას არ აპირებენ. 

მარიამ ნადარეიშვილი: როგორც წესი, ასეთ დროს ყვავილები ან ტკბილეული მიაქვთ სკოლაში. მეც და ჩემი შვილიც დამრიგებელს ყვავილების თაიგულს მივართმევთ და სწავლის დაწყების დღეს ასე აღვნიშნავთ. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება