სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„11 ყველაზე ლამაზი წიგნი საქართველოდან და საქართველოს შესახებ“-VOGUE ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით საქართველოს სტატიას უძღვნის
07-09-2018
-
+


გერმანული ჟურნალი „VOGUE“,  საქართველოს, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარ ქვეყნას, სათაურით: „11 ყველაზე ლამაზი წიგნი საქართველოდან და საქართველოს შესახებ“ სტატიას უძღვნის. 

ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

„საქართველო სტუმართმოყვარე და სიცოცხლის მოყვარული ქვეყანაა. თანამედროვეა და ამავდროულად მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, პოლიტიკურად და კულტურულად აქტუალურია და მომავლისაკენ იყურება. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოთ ანდა წაიკითხოთ: მაგალითად, 11 წიგნი საქართველოდან და საქართველოს შესახებ“, - წერს VOGUE-ს ჟურნალისტი ბერნ სკუპინი, რომელიც საქართველოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და შემოქმედებითი საქართველოს მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში სტუმრობდა.

ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს საპატიო სტუმარი გახლავთ, VOGUE-ში ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ზოგადად ქვეყნის პროექტის შესახებ 9-გვერდიან ბეჭდურ და ონლაინ სხვადასხვა ვერსიებს აქვეყნებს.

ცნობისთვის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 9 ოქტომბერს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით განსაკუთრებული პროგრამით წარდგება. მოეწყობა პავილიონი და არაერთი სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის სტენდი, გაიმართება 70-ზე მეტი ქართველი მწერლის ლიტერატურული ღონისძიება და გამოიფინება ქართული ლიტერატურის 200-მდე გერმანულენოვანი თარგმანი-გამოცემა. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ღონისძიებაა როგორც ლიტერატურულ და საგამომცემლო, ასევე კულტურულ სფეროში. ყოველწლიურად ბაზრობა 300 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 000-მდე წიგნს გამოფენს. 

წიგნის ბაზრობას 500 წლიანი ისტორია აქვს და ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში ტარდება. პირველი სამი დღე მას მხოლოდ საქმიანი ვიზიტორები სტუმრობენ, ხოლო ბოლო ორი დღის განმავლობაში ბაზრობა ფართო საზოგადოებისთვისაც იხსნება.

საპატიო სტუმარი ქვეყნები, რომელიც წიგნის ბაზრობას 1976 წლიდან ჰყავს, საერთაშორისო დონეზე საკუთარ ლიტერატურასა და კულტურას წარმოაჩენენ. სტუმარი ქვეყანის პროგრამას სხვა მონაწილეებთან შედარებით ბევრად მეტი დრო ეთმობა. ქართველ ავტორთა ნაწარმოებები განიხილება სადისკუსიო პანელზე, ეწყობა მათი საჯარო კითხვა, იმართება თეატრალური წარმოდგენები და სხვა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება