სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მსოფლიოში მოზარდების ნახევარი ბულინგის მსხვერპლია - Unicef
06-09-2018
-
+


ყოველი მეორე მოზარდი თანატოლების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც Unicef-მა 6 სექტემბერს გამოაქვეყნა.

შედეგად, მოსწავლეთა რაოდენობა, რომელიც სკოლასა და მის გარეთ, ბულინგის მსხვერპლია, დაახლოებით 150 მლნ-ს შეადგენს.

ანგარიშში მოყვანილია მრავალრიცხოვანი მაგალითები როგორ შეიძლება დაზარალდნენ ბავშვები ძალადობით სასკოლო გარემოში. 

Unicef-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 13-დან 15-წლამდე მოსწავლეთა მესამედზე მეტი ბულინგს (ჩაგვრას) განიცდის და დაახლოებით ამდენივე ბავშვი ჩხუბში მონაწილეობს. 

39 განვითარებული ქვეყნის ყოველი მესამე მოსწავლე აღიარებს, რომ თანატოლი დაუჩაგრავს.

სასკოლო ასაკის დაახლოებით 720 მილიონი ბავშვი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სკოლაში ფიზიკური დასჯა ბოლომდე აკრძალული არ არის.

მართალია გოგონები და ბიჭები ბულინგის რისკის ქვეშ ერთნაირად არიან, მაგრამ გოგონები უფრო ხშირად ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან, მაშინ როცა ბიჭები ძირითადად ფიზიკური ძალადობისა და მუქარის მსხვერპლნი არიან. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება