სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები გაზრდილია - 2017-2018 წლის სტატისტიკა
06-09-2018
-
+


საქართველოს პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ცალკე ქვეთავი სკოლების უსაფრთხოების საკითხს ეთმობა.

დასკვნის თანახმად, ფაქტორები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წინაპირობა გახდა, სისტემური პრობლემაა. 

არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ცხადად ასახავს სკოლებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სირთულეებს:

მოსწავლეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები საგრძნობლად გაზრდილია: 2015-16 სასწავლო წელი – 2582 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. – 2538 შემთხვევა; 2017-18 ს . წ – 3673 შემთხვევა მოხდა.

მომატებული სკოლაში აკრძალული ნივთიერებების მოხმარებისა (2015-16 ს.წ. – 1806 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. – 1866 შემთხვევა; 2017-18 ს.წ. – 2452 შემთხვევა) 

და მაღალი რისკის შემცველი საგნების ამოღების შემთხვევები (2015- 16 ს.წ. – 187 შემთხვევა; 2016 – 2017 ს.წ. – 177 შემთხვევა; 2017-2018 – 176 შემთხვევა).

ბოლო წლებში საგანგაშოდ ზრდადია მოსწავლეთა სკოლიდან ფაქტები (2015-16 ს.წ - 8403 შემთხვევა; 2016-17 ს.წ - 8951; 2017-18 ს.წ. -10838) 

და მოსწავლეების მიერ გაკვეთილის ჩაშლის მცდელობა (2015-16 ს.წ. – 4495 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. - 4853; 2017-18 ს.წ - 6553). 

დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გაკვეთილის ჩაშლის თითოეული შემთხვევა გულისხმობს არა მხოლოდ სასწავლო პროცესის შეწყვეტას, არამედ პედაგოგს, კლასსა და მოსწავლეებს შორის კონფლიქტის წარმოშობას, რაც სასკოლო საზოგადოებაში უსაფრთხო კლიმატს აუარესებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება