სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ფოთში აფეთქების შედეგად დაშავებული 16 წლის ბავშვი კვლავ რეანიმაციაშია მოთავსებული
06-09-2018
-
+


16 წლის ბავშვი, რომელიც ფოთში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

მოზარდს ქალა-ტვინის დაზიანება აღენიშნებოდა. მას გუშინვე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, -ინფორმაციას კლინიკის პრესსამსახური ადასტურებს. 

შეგახსენებთ, რომ ფოთში გუშინ გამთენიისას ძლიერი აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, 4 პირს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი მათგანი. გარდაცვლილი 41 წლის მამაკაცია.

როგორც Etaloni.ge-ს შსს-ს პრესცენტრში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით 124-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება