სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

N51 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გადადგომასთან დაკავშირებით მოთხოვნა სამეურვეო საბჭომ არ დააკმაყოფილა
06-09-2018
-
+


N51 საჯარო სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის გადადგომასთან დაკავშირებით მოთხოვნა სამეურვეო საბჭომ არ დააკმაყოფილა,-ამის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული:

„სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ განიხილა N51 საჯარო სკოლის დირექტორის 3 სექტემბრის განცხადება გადადგომის თაობაზე და არ დააკმაყოფილა რიგი არგუმენტების გამო. მათ შორის, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო თინათინ ყენია, რომელმაც 2018 წლის 11 ივლისს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა.

გარდა ამისა, 2017 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე სკოლას რთულ ვითარებაში უხდება ფუნქციონირება და ცვლილება გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ სირთულეს სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისათვის. სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, სამეურვეო საბჭომ და ადმინისტრაციამ გაიარა უმძიმესი პერიოდი. საფრთხე და საშიშროება კვლავ რეალურია, სკოლა ყოველდღიურად ახალი რისკების წინაშე დგას. სამურვეო საბჭო ფიქრობს, რომ დირექტორისთვის მორალურად და ფიზიკურად უფრო მარტივი იქნებოდა თანამდებობის დატოვება. მოცემულ სიტუაციაში სამეურვეო საბჭო ვერ იღებს პასუხისმგებლობას ამ განცხადების დასაკმაყოფილებლად.

სამეურვეო საბჭო ამზადებს მიმართვას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისადმი, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს“,-აღნიშნულია სამეურვეო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, განათლების სისტემაში დარჩება, თუმცა სკოლის დირექტორობას აღარ გეგმავს. 

პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ის მოზარდები სწავლობდნენ, რომლებიც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ, მათ შორის ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ბ. და დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ.ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის რეკომენდაციების ნაწილში კი საუბარია იმაზე, რომ უნდა დადგეს 51-ე სკოლის დირექტორისა და მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სერგო რატიანმა მოხსენებისას განაცხადა, რომ რადგან ინციდენტის დღეს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ყენიამ და მანდატურებმა ჯეროვნად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები, ხოლო სკოლის დირექტორს მანანა თურქაძეს ევალებოდა მოკვლევა ჩაეტარებინა, რაც დღემდე არ მომხდარა, უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობების საკითხი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება