სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ვეფხისტყაოსანი“, ენციკლოპედია... - გაეცანით სკოლის დირექტორების სამაგიდო წიგნებს
03-09-2018
-
+


სამაგიდო წიგნი მუდმივად მკითხველის გვერდითაა, რადგან ის კონკრეტულ პირს საქმიანობისთვის, სულიერი განვითარებისა თუ ცხოვრებისეული მოტივაციისთვის ესაჭიროება. ამ მხრივ ალბათ განსაკუთრებით საინტერესოა სკოლის დირექტორების არჩევანი, რომელთა ხელშიც განათლებას ხშირად რამდენიმე თაობა იღებს. 

Etaloni.ge-ს სწორედ სკოლის დირექტორები ესაუბრებიან. 
 
ჯოჭოს საჯარო სკოლა, დირექტორი შორენა ხაბაძე:

სამაგიდო წიგნებად ენციკლოპედიები მაქვს. როცა რაიმე მაინტერესებს, კითხვაზე პასუხს უცბად ვპოულობ. ასევე, ილია ჭავჭავაძე არის ჩემთვის საყვარელი მწერალი და ფაქტობრივად მისი ყველა ნაწარმოები ჩემთვის სამაგიდო წიგნია. 

არბოშიკის საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა ჭიღიტაშვილი: 

ჩემი სამაგიდო წიგნია „დირექტორის გზამკვლევი“. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხშირად მაქვს შეხება ამ წიგნთან, თითქმის ყოველდღიურად. სპეციალობით მათემატიკოსი ვარ და ასევე ყოველდღიურად „მათემატიკის ცნობარი“ მჭირდება.

აჭის საჯარო სკოლა, დირექტორი რუსუდან კაკალაძე:

ჩემი სამაგიდო წიგნი „ვეფხისტყაოსანია“. იმიტომ, რომ მრავალნაირი აზრის მატარებელია-სიყვარულის, მეგობრობის, პატრიოტიზმის და ა.შ. ეს ნაწარმოები განსაკუთრებით მიყვარს. 

წყავროკას საჯარო სკოლა, დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე:

კონსტანტინე გამსახურდიას „მთავრის მოტაცება“, ასევე მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტი“.  უფრო მეტად კონსტანტინე გამსახურდიას და მიხეილ ჯავახიშვილს ვცემ პატივს. თითქმის ყოველდღე თუნდაც ერთ მონაკვეთს ვკითხულობ ამ წიგნებიდან. „მთავრის მოტაცება“ კი ჩემთვის შედევრია. 

ზეგნის №2 საჯარო სკოლა, დირექტორი გრიშა გიგაშვილი:

„ცნობარი სკოლის დირექტორებისათვის“- ეს წიგნი მიდევს მაგიდაზე მუდმივად, საქმიანობიდან გამომდინარე. ასევე, ქართული ლიტერატურის ისტორიას ვკითხულობ სულ. თავად ქართული ლიტერატურის სპეციალისტი გახლავართ და დაინტერესებული ვარ ამიტომ, განსაკუთრებით, კრიტიკოსების აზრს ვეცნობი თემის ირგვლივ. 

ბოგვის საჯარო სკოლა, დირექტორი მარინე მჭედლიშვილი:

მე „სამოქალაქო განათლებას“ ვასწავლი და ჩემი სამაგიდო წიგნია სახელწოდებით „რა არის თავისუფლება“. „სამოქალაქო განათლების“  ფარგლებში ბევრი წიგნი გამოიცა. იქ ძალიან კარგი, ცნობილი ავტორებია, ქართველი თუ უცხოელი, თანამედროვე თუ წინა ეპოქებიდან. ნაკრებია გაკეთებული და ფაქტობრივად ეს წიგნებია ჩემთვის სამაგიდო. 

კოლოტაურის საჯარო სკოლა, დირექტორი გენადი მახარაძე:

როგორც სკოლის ხელმძღვანელისთვის, ჩემთვის სამაგიდო წიგნი „ეროვნული სასწავლო გეგმაა“. ასევე, საბავშვო ლიტერატურას ვეცნობი აქტიურად, რომ შემდეგ მოსწავლეებამდე მივიტანო და რეკომენდაცია გავუწიო. დღეს ბავშვები მოწყვეტილნი არიან წიგნებს და კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე არიან გადართულნი. მინდა, რომ ისევ შევაყვარო და დავუბრუნო ისინი წიგნებს.

სკურას საჯარო სკოლა, დირექტორი ეთერ ძიძიგური:

ალბათ როგორც ქართველი, პირველ რიგში „ვეფხისტყაოსანს“ დავასახელებს. ხშირად ვკითხულობ მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებებს, რადგან ქართული ტრადიციები, ეროვნული დეტალებია და მისი შემოქმედება მხიბლავს. განსაკუთრებით მიყვარს „თეთრი საყელო“, სადაც ტრადიციები მკაფიოდ ხაზგასმულია. 

ისრითის საჯარო სკოლა, დირექტორი კობა შენგელია:

„საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“-ეს საქმიანობიდან გამომდინარე, ასევე „ეროვნული სასწავლო გეგმა“. მხატვრული ლიტერატურიდან კი ნოდარ დუმბაძე მიყვარს ძალიან, ასევე, ფაქტობრივად ჩემი სამაგიდო წიგნია ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“. 

ქვემო ახალშენის საჯარო სკოლა, დირექტორი ფერიდე შაინიძე:

„ქართული მწერლობა, ცხოვრება და შემოქმედება“- ასეთია ჩემი სამაგიდო წიგნი. ქართულის სპეციალისტი ვარ და მომწონს. ასევე, მაგიდაზე ყოველთვის მაქვს ენციკლოპედია. 

მახუნცეთის საჯარო სკოლა, დირექტორი  ჯემალ ბეჟანიძე:

რა თქმა უნდა, მაგიდაზე „ვეფხისტყაოსანი“ მიდევს, ასევე მათემატიკის წიგნები მიწყვია მაგიდაზე-პროფესიიდან გამომდინარე. თავისუფალ დროს გადავხედავ ხოლმე. ძირითადად გაზეთებს ვკითხულობ. 

ერტისის საჯარო სკოლა, დირექტორი ალექსანდრა მენთეშაშვილი:

პროფესიიდან გამომდინარე, პირველი სამაგიდო წიგნი, რომელიც სამსახურში ყოველდღიურად მაქვს, „ეროვნული სასწავლო გეგმაა“. ასევე, „კანონი ზოგადი განათლების შესახებ“. მესამე გახლავთ-„სკოლის დირექტორთა დამხმარე სახელმძღვანელო“. რაც შეეხება სამსახურის გარეთ, ჩემთვის საინტერესოა ენციკლოპედიები, როგორც ყველანაირი ინფორმაციის მომცემი წიგნები.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება